1. ფემინიზმი
ქალები და მამაკაცები თანასწორუფლებიანები არიან, მაგრამ ჭურჭელი კაცმა უნდა გარეცხოს.
2. თეოკრატია
თუ ჭურჭელს ანაფორით არ გავრეცხავ, ჯოჯოხეთში მოვხვდები.
3. დემოკრატია
ოჯახურ კავშირში ხმა მივეცით ჭურჭლის რეცხვის აუცილებლობას.
4. სუვერენული დემოკრატია
ოჯახის მმართველი არასოდეს გარეცხავს ჭურჭელს, რადგან ამას ხმა ოჯახის 146%-მა მისცა.
5. ანარქიზმი
ყველა თავად რეცხავს ჭურჭელს. ის, ვინც შეეცდება მაიძულოს გავრეცხო მისი ჭურჭელი, გაიცნობს ამხანაგ მოლოტოვს.
6. ტრანსჰუმანიზმი
მე ვიყენებ ჭურჭლის სარეცხ მანქანას.
7. კომუნიზმი
ოჯახის უფროსი ამბობს, რომ იმდენ ჭურჭელს გავრეცხავ, რამდენიც შემიძლია და იმდენ სუფთა ჭურჭელს გამოვიყენებ, რამდენიც მინდა. მაგრამ თუ მის ნაცვლად ჭურჭელს არ გავრეცხავ, დამხვრეტენ.
8. ტექნოკრატია
როგორ და როდის უნდა გაირეცხოს ჭურჭელი, წყვეტს და არკვევს ჭურჭლის რეცხვის საუკეთესო სპეციალისტი.
9. ლიბერალიზმი
ეს ჩემი ჭიქაა და მე მას მაშინ გავრეცხავ, როცა მომესურვება. არასოდეს გაბედოთ მიმითითოთ, როგორ მოვიქცე. არ მაინტერესებს, რას უშვრები შენს ჭურჭელს, მაგრამ უფლება გაქვს, ისაუბრო ამაზე.
10. პრიმიტივიზმი
ჭურჭლის რეცხვა – კაცობრიობის მთავარი პრობლემაა. ამიტომაც უნდა მიირთვათ ხელით, პირდაპირ მიწიდან.
11. ფაშიზმი
სუფთა ჭურჭელს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩემს სიცოცხლეს. ჩვენს მეზობლებს მხოლოდ ჭუჭყიანი ჭურჭელი აქვთ, ამიტომაც ისინი უნდა დავხოცოთ. თუ მე ოჯახის უფროსის ნაცვლად არ გავრეცხავ ჭურჭელს, გამანადგურებენ.
12. კაპიტალიზმი
უმცროსმა ძმამ გარეცხა ჭურჭელი იმიტომ, რომ მე მას საშინაო დავალების შესრულებაში დავეხმარე.
13. პაციფიზმი
ჭურჭლის რეცხვა მხოლოდ ზიანს გვაყენებს.
14. ანტისემიტიზმი
მთელი ჩემი ჭურჭელი ებრაელებმა დასვარეს.
15. ანტიგლობალიზმი
მსოფლიო მმართველობას სურს, გაანადგუროს ჩემი ოჯახის უნიკალური ტრადიცია და თავს მოგვახვიოს სუფთა ჭურჭლის გამოყენების წესები.
16. მონარქიზმი
ოჯახის უფროსმა არ უნდა გარეცხოს ჭურჭელი, რადგან არც მის მამას და არც იმის მამას არასოდეს გაურეცხავთ ჭურჭელი.