მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდი გააუქმა...
მანამ კი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ"ფეისბუქს" აუქმებდა და მეგობრებს "ინსტაგრამზე" ურთიერთობისთვის ეპატიჟებოდა.
ცნობილია, რომ ნინის ნებისმიერი პოსტი თუ სურათი უმალ ხდებოდა განხილვის საგანი... როგორც ჩანს, მომღერალმა ასეთ პოპულარობას ვეღარ გაუძლო.
ამის მიზეზი კი სავარაუდოდ კი ეს სტატუსი გახდა, რამაც ნინი ბადურაშვილის საყოველთაო დაცინვა გამოიწვია - "ნუ სტრანნობთ და ნუ სვეცკობთ რა რელიგიურ თემებზე! გასაგებია, რო რაღაცები არ მოგწონთ მაგრამ, ძაან გაუტიეთ და დაწყნარდით!)...
წადით რა წიგნები იკითხეთ და მდაბიო იუმორი ჩაიხშეთ! მოდაში შემოვიდა ათეიზმი თუ რა ხდება, ვერ გავიგე და ეკლესიის მიმართ ცინიზმი! შეიძლება რაღაცებს ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, მაგრამ ვითომ ცოტა გაოცებულები რო არიან და ეკლესიის მიმართ ასეთი არასწორი და უპატივცემულო დამოკიდებულება მაგიჟებს!"