თინა კანდელაკი - ქალი, რომელიც არ უნდა გააკარო ოჯახს (+ვიდეო) - Marao

თინა კანდელაკი - ქალი, რომელიც არ უნდა გააკარო ოჯახს (+ვიდეო)

2014-01-13 12:11:52+04:00

რუსებმა ოჯახებისთვის საშიში, საბედისწერო ქალების სია გამოაქვეყნეს, სადაც პირველ ადგილზე თინა კანდელაკი აღმოჩნდა. რუსულმა მედიამ ამ უცნაურ რეიტინგში ცოლიან მამაკაცებზე მონადირე ქალები შეიყვანა.

ტელეწამყვანი თინა კანდელაკი რამზან კადიროვის ოჯახის საფრთხედ მოიაზრეს. უცნობია, მართლაც აქვს თუ არა რომანი კანდელაკს ჩეჩნეთის მეთაურთან, რომელსაც ცოლი და შვილები ჰყავს, თუმცა, როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს და...

სავარაუდოდ, ამ მითქმა-მოთქმასთან დაკავშირებით, ბოლო დროს ისევ აქტუალური გახდა ვიდეო, სადაც თინა კანდელაკს "ენ-ტე-ვეს" გადაცემა "არარეალურ პოლიტიკაში" რამზან კადიროვი ჰყავს სტუმრად.

პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ მისულმა ჩეჩნეთის მეთაურმა გადაცემაში ხაზი გაუსვა ტელეწამყვანის ჩაცმულობას, რომელიც მას ზედმეტად გამომწვევად მიაჩნია და რომელიც მამაკაცებს ყურადღებას უფანტავს. 2011 წლის ეს ვიდეო კვლავ განსჯის საგანი გახდა.

იხილეთ ვიდეო