ბავშვის მოლოდინში ყოფნისას მშობლები ფიქრობენ, როგორი იქნება მათი მომავალი შვილი, მიიღებს თუ არა ის შთამომავლობით დედის ცისფერ თვალებს, მამის სიმაღლესა და ბებიის ღიმილს?
მაგრამ მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა – ბავშვის სქესია. სხვადასხვა ხალხს ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მინიშნებები აქვს და საოცარი თეორიებიც. თუმცა ექიმები თვლიან, რომ ყველა ეს გამოთვლა ცრურწმენაა და არანაირად არ შეესაბამება მეცნიერულ გათვლებს.
თუმცა არსებობს იაპონური მეთოდი – ცხრილით სქესის გამოთვლა, რომელსაც ექიმები არ უარყოფენ და შესაძლებლად მიაჩნიათ მასზე დაყრდნობა, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, 100%-იანი გათვლა არც აქ არსებობს. თქვენ მაინც სცადეთ:
იაპონური დიაგრამა:

კალენდარში, ბავშვის ჩასახვის დროსთან ერთად, გათვალისწინებულია ორივე მშობლის დაბადების თვე. პირველ ცხრილში უნდა გაარკვიოთ თქვენი და თქვენი მეუღლის საერთო ციფრი: ის მდებარეობს ქალის დაბადების თვესა და მამაკაცის დაბადების თვის კვეთაზე.
მეორე ცხრილში წყვილის ციფრის გასწვრივ მონახეთ თვე, რომელშიც ბავშვი ჩაისახა და მის გასწვრივ, ცენტრალურ ცისფერ და ვარდისფერ გრაფებში მოთავსებული ჯვრებით გაარკვიეთ, ბიჭი იქნება თქვენი მომავალი შვილი თუ გოგო. პრინციპი მარტივია: თუ მეტი X ცისფერ გრაფაში მოხვდა, ბიჭი გეყოლებათ, ხოლო თუ ვარდისფერ გრაფაში – გოგო.
