ნაოჭების საწინააღმდეგო ჯადოსნური კრემი, რომლის შედეგსაც 3 დღეში ნახავთ - Marao

ნაოჭების საწინააღმდეგო ჯადოსნური კრემი, რომლის შედეგსაც 3 დღეში ნახავთ

2014-01-27 12:13:30+04:00

შენიშვნა: იწოვება რთულად, ამიტომაც მისი გამოყენება დაძინებამდე 2 საათით ადრე სჯობს. პირველ შედეგს 3 დღის შემდეგ დაინახავთ. რეცეპტი ნაცადია და ნამდვილად ჯადოსნური.

კრემის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

კვერცხის გულის ნახევარი, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ შეცვალოთ ზეითუნის ზეთით), 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, 2 სუფრის კოვზი გვირილის ნაყენი (1 ს/კ გამხმარ გვირილას დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ 15-20 წუთი), 0,5 ჩ/კ ნამდვილი თაფლი, 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქში).

მომზადების წესი: კარგად აურიეთ ყველაფერი კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ მაცივარში.

მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით შეიზილეთ კანში. 30 წუთის შემდეგ ჩამოიწმინდეთ კრემის ნარჩენები მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.