უცნაური ანდერძი, რომელიც სულთან სულეიმანმა სიკვდილის წინ დატოვა - იგავი - Marao

უცნაური ანდერძი, რომელიც სულთან სულეიმანმა სიკვდილის წინ დატოვა - იგავი

2014-01-27 16:02:47+04:00

სიკვდილის წინ სულთან სულეიმან დიდმა მოიხმო არმიის მთავარსარდალი და მას თავისი სამი სურვილი გაანდო:

1. ვიბარებ და ვბრძანებ, რომ ჩემი სასახლე (ტაბუტი) ხელით წაიღონ ჩვენი დროისა და ოსმალეთის იმპერიის ყველაზე სახელოვანმა მკურნალებმა.

2. მეორე ჩემი სურვილია, რომ გზად, რომელზეც ჩემს სასახლეს გაატარებენ, მიმოფანტონ ოქრო და ძვირფასი ქვები.

3. და მესამე – მსურს, რომ ტაბუტიდან (სასახლიდან) ჩემი ხელები მოჩანდეს.

როცა არმიის მთავარსარდალმა სულთანს სთხოვა, აეხსნა, რატომ ისურვა მბრძანებელმა ასეთი უცნაური რამ, სულეიმანმა შემდეგნაირად აუხსნა მას ეს სამი სურვილი:

- მსურს, რომ საუკეთესო მკურნალებმა წაიღონ ტაბუტი, რადგან ყველამ დაინახოს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ექიმებიც უძლურნი არიან სიკვდილის წინაშე.

- ჩემ მიერ მოხვეჭილი ოქროსა და ძვირფასეულობის გზაზე დაყრით კი ხალხი დაინახავს, რომ იმ სიმდიდრეს, რასაც ამქვეყნად ვიხვეჭთ, ამ ქვეყანაშივე რჩება.

- დაბოლოს, ყველამ დაინახოს ჩემი ხელები და დაიმახსოვროს, რომ მთელი ქვეყნის ფადიშაჰიც კი ამ ქვეყნიდან ცარიელი ხელებით წავიდა.