ვინ იფიქრებდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ბებიების ზარდახშების გადმოყრა მოგვიწევდა და 60-იანი წლების მოდური აქსესუარები დღესაც აქტუალური იქნებოდა.
მოკლედ დროა, ის ნივთები და სამკაული მოძებნოთ, რომლებზეც წლების წინ მხოლოდ გეცინებოდათ.
ბებიების მოდა შეიძლება პირობითად სამ ეტაპად დაიყოს, 20-იანი, 30-40-იანი და 60-იანი წლები.
20-იანი წლები
ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო გრძელი მძივები. ძალიან კარგ ტონად ითვლებოდა, თუ მარგალიტის მძივის სიგრძე დაახლოებით ორი მეტრი იყო. ასევე მოდურად ითვლებოდა პატარა ჩანთები, რომლებიც ბისერებით იყო გაფორმებული. აბრეშუმის შარფი კი იმ პერიოდის ყველაზე მოდურ აქსესუარად ითვლებოდა. აქტუალური იყო ასევე პანამის ტიპის ქუდები.
45-50-ანი წლები
ამ პერიდოში იშვიათად შეხვდებოდით კაშკაშა და ნათელი ფერის ტანსაცმელს. ეს პერიოდი ძირითადად პრაქტიკული აქსესუარებით იყო გამორჩეული. მაგალითად გაჩნდა მხარზეგადასაკიდი ჩანთა.
ამა თუ იმ წვეულებაზე ქალბატონები ელეგანტურობისთვის სხვადასხვა ბეწვით იფორმებდნენ ტანსაცმელს. მოდური იყო მაღალქუსლინიანი ფეხსაცმელი. მოდაში შემოვიდა ხელთათმანიც.
60-70 წლები
ეს ეპოქა კაშკაშა ფერებით, სითამამითა და აქსესუარების სიმრავლით. განსაკუთრებული პოპულარობით კი სხვადასხვა ზომისა და ფორმის სათვალე გამოირჩეოდა. მოდური იყო ასევე პლასტმასის საყურე და ფერადი პრინტით გაფორმებული ჩანთები.
მაღლქუსლიანი ფეხსაცმელი, განსაკუთრებით კი პლატფორმა ყველა ქალს ჰქონდა, რომელსაც ოდნავ მაინც ჰქონდა პრეტენზია მოდურობაზე.
გადახედეთ ჩამონათვალს და დარწმუნებით, რომ წარსული მეორდება.
იხილეთ ფოტოგალერეა