ძველ დროში ქალებს რომ "ძაღლად არ აგდებდნენ" - ეს კი ვიცოდი, მაგრამ პირდაპირი გაგებითაც თუ ასე იქნებოდა, რას წარმოვიდგენდი?
ალბათ, ცოტას თუ სმენია, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ლაგამი არსებობდა, რომელსაც გაბრაზებული ქმრები მათ დასასჯელად იყენებდნენ.
"ჭირვეულის ლაგამი" (Scold's bridle) რკინის მოწყობილობა გახლდათ, რომელსაც ქალს სახეზე უკეთებდნენ და ზედ გამობმული ტყავის ზონრით ქუჩებს ჩამოატარებდნენ. ლაგამს შიგნიდან 2 სმ სიგრძისა და 1 სმ სისქის რკინის ნაწილები ჰქონდა (ზოგს ზღარბივით საჩხვლეტები), რომელიც პირში შედიოდა და ენას ზემოდან აწვებოდა.
საბრალო ქალებს არათუ ლაპარაკი, არამედ ჭამა-სმაც კი არ შეეძლოთ. ასე, ძაღლებივით საჯაროდ ჩამოტარებული "ურჩი ცოლებით" მამაკაცები პუბლიკას აჩვენებდნენ, თუ როგორ დასაჯეს ეს უკანასკნელი.
პირველად "ჭირვეულის ლაგამი" შოტლანდიაშია ნახსენები - 1567 წელს. ის არაოფიციალურად ინგლისშიც გამოიყენებოდა.მოგვიანებით მას The Gossip's Bridle ("ჭორიკანას ლაგამი") უწოდეს.
ალბათ, თქვენც გაგიჩნდათ კითხვა ჩემსავით, თუ რა იყო მიზეზი, რის გამოც საბრალო ცოლებს ასეთ დღეში ყრიდნენ საკუთარი ქმრები? მსგავსი მოწყობილობა ახლაც რომ არსებობდეს, ქალების 90% (თუ მეტი არა) ასე ივლიდა.
ლაგამი გამოიყენებოდა შემდეგ შემთხვევებში:
თუ ცოლი საუბრის დროს ტონს აუწევდა; იჭორავებდა ან "ზედმეტს" წამოროშავდა.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ოცდამეერთე საუკუნეში გვიწევს ცხოვრება და ყველას კარგად გვესმის "სიტყვის თავისუფლება." ისიც ვიცით, რომ "ენას ძვალი არა აქვს".
მიუხედავად ამისა, მე ვითვალისწინებ იმას, რომ ეს პოსტი მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ირონიითა და სარკაზმით გაჯერებული კომენტარების დაწერას მოანდომებს. ამიტომ საჭირო ზომებს მივიღებ და აქვე გაგაფრთხილებთ: - სანამ "იყუჩეთ დიაცებოს" ან რაიმე მსგავსს დაწერთ, დაფიქრება გმართებთ, რადგან მე შემიძლია შემდეგი პოსტი - "ერთგულების ქამარს" მივუძღვნა