ყველაზე დიდი ზურმუხტი - Marao

ყველაზე დიდი ზურმუხტი

2011-06-29 18:15:31+04:00

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზურმუხტი კოლუმბიაში, ძვირფასი ქვების გამოფენაზე წარმოადგინეს.

უზარმაზარი ძვირფასი ქვა, რომელიც მოუწახნაგებლად 2.27 კგ-ს იწონის, 12 წლის წინ კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის ჩრდილოეთით მდებარე მუზოს შახტში იპოვეს.

ეს ძვირფასი ქვა უნიკალურია, ამიტომაც გადაწყვიტეს მისი მოუწახნაგებლად, ბუნებრივი სახით დატოვება, სარეკორდო ზომა რომ შეინარჩუნოს. ასე რომ, ეს ზურმუხტი მსოფლიოში ოდესმე აღმოჩენილთა შორის ყველაზე დიდია.

შეუფასებელ გიგანტ ზურმუხტს, რომლის წონაც 15 კარატია, "ფურა" უწოდეს. მისი ერთი კარატი სავარაუდოდ, 100 ათასი დოლარი ღირს.

გაზეთი "ყველა სიახლე"