ინფოგრაფიკა: რომელი სიზმარი რომელ დაავადებას მოასწავებს? - Marao

ინფოგრაფიკა: რომელი სიზმარი რომელ დაავადებას მოასწავებს?

2014-02-01 13:05:15+04:00

ადამიანის ტვინს შეუძლია იწინასწარმეტყველოს მოსალოდნელი დაავადება. ამის შესახებ კვლევა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კასიტკინმა ჩაატარა.

მან 1410 პაციენტზე ჩაატარა ცდა და მათ მიერ ნანახი 27 300 სიზმარი განიხილა. მაშ ასე, ნახეთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე, რომელი სიზმარი რომელ დაავადებას მოასწავებს.

თირკმლების დაავადება

ჩხუბი, დანით დაჭრა, სისხლი.

გულის დაავადებები

დაკრძალვა, დევნა, თვალთვალი, უფსკრულში გადავარდნა

ჰიპერტონია

სისუსტე, ძილში მძიმე ტვირთის აწევა, მდინარის გადაცურვა, მთაზე ასვლა

ბრონქიალური ასთმა

ადგილი, სადაც სუნთქვა გიჭირთ, უჟანგბადო პლანეტა

კუჭ-ნაწლავის დაავადებები

უმი ხორცი, გაფუჭებული თევზი და საერთოდ, უცნაური, საჭმელად უვარგისი რამის მირთმევა; კბილის ჩამოვარდნა

დეპრესია

გაუვალი, უღრანი ტყე, მაღალი კედელი, ჩიხი

გაციება, გრიპი

ცეცხლი, ცხელი აბაზანა, გაყინულ წყალში ბანაობა, ვიწრო, მოუხერხებელი ტანსაცმელი, დაუოკებელი წყურვილი

თავის ტკივილი

თავის ტრავმა, უხერხული თავის მოკაზმულობა

განმეორებითი სიზმრები იმაზე მიანიშნებს, რომ დროა, ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები!