გია სურამელაშვილი: ”ალბათ, ნანუკა ჟორჟოლიანის პრობლემაა, რატომ არ არის მისი გადაცემა რეიტინგული” - Marao

გია სურამელაშვილი: ”ალბათ, ნანუკა ჟორჟოლიანის პრობლემაა, რატომ არ არის მისი გადაცემა რეიტინგული”

2014-02-03 17:02:27+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა, რომელშიც თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი მონაწილეობდნენ, პოლემიკის საგანი გახდა.

ნანუკა გადაცემის მერე ”ფეისბუქზე” წერდა: გია სურამელაშვილი უფრო მაღალ რეიტინგს დაწერდაო. ჟურნალისტის ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება გია სურამელაშვილს ვთხოვეთ:

- გია, ნახეთ ”ნანუკას შოუს” გადაცემა, სადაც ერთმანეთს თეონა კონტრიძე და ნინო ქათამაძე ”შეეჯიბრნენ”? ნანუკამ მოგვიანებით ”ფეისბუქზე” დაწერა, რომ გადაცემას რეიტინგით ორმა თურქულმა სერიალმა აჯობა და ”რომ იცოდეთ, ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი ორჯერ მეტ რეიტინგს დაწერდაო”. რა შეგიძლიათ, თქვათ ამ ყველაფერზე?

- გადაცემა არ მინახავს, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვა, არ ვიცოდი. ჩემი რეიტინგები წინ მიდის, ისედაც ვიცი, რადგან რომელ გადაცემაშიც მივდივარ სტუმრად, მისი წამყვანები მეუბნებიან, რომ ძალიან რეიტინგული იყო ჩემი სტუმრობა.

- ნანუკამ, სავარაუდოდ, ის იგულისხმა, რომ მათი შემოქმედება უფრო ხარისხიანია, ვიდრე თქვენი.

იხილეთ სრულად: reitingi.ge