რა პროდუქტი გინდებათ, ანუ რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს? - Marao

რა პროდუქტი გინდებათ, ანუ რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს?

2014-02-07 12:14:07+04:00

გამოტყდით, ვის მოგდომებიათ მოულოდნელად შოკოლადი ან მარინადი? კონკრეტული საკვების მონდომება ორგანიზმში რაღაც ნივთიერების ნაკლებობაზე მიუთითებს და ახლა გავერკვევით, რა გინდებათ და თურმე რა აკლია თქვენს ორგანიზმს:

თუ შოკოლადი გინდება:

ორგანიზმს მაგნიუმი აკლია.

მას შეიცავს: თხილი, მზესუმზირა, ხილი, პარკოსნები.

თუ პური გინდება:

აზოტის ნაკლებობა გაქვს.

მას შეიცავს: ცილის შემცველი პროდუქტები (თევზი, ხორცი, თხილი).

თუ ყინულის კვნეტა გინდება:

ორგანიზმს აკლია რკინა.

მას შეიცავს: ხორცი, თევზი, ფრინველი, ზღვის კომბოსტო, მწვანილი.

თუ ტკბილი გინდება:

1. ქრომი გაკლია.

მას შეიცავს: ბროკოლი, ყურძენი, ყველი, ქათამი, ხბოს ღვიძლი.

2. ფოსფორი გაკლია.

მას შეიცავს: ღვიძლი, ქათამი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, თხილი.

3 გოგირდი გაკლია.

მას შეიცავს: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, თეთრი კომბოსტო.

4. ტრიფოფანი გაკლია.

მას შეიცავს: ყველი, ღვიძლი, ქიშმიში, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი.

თუ ცხიმიანი საკვები გინდება:

ორგანიზმს კალციუმი აკლია.

მას შეიცავს: ბროკოლი, ქუნჯუთი, ყველი.

თუ ყავა ან ჩაი გინდება:

1. ფოსფორი გაკლია.

მას შეიცავს: ქათმისა და საქონლის ხორცი, ღვიძლი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, თხილი.

2. გოგირდი გაკლია.

მას შეიცავს: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, თეთრი კომბოსტო.

3. ნატრიუმი (მარილი) გაკლია.

მას შეიცავს: ზღვის მარილი, ვაშლის ძმარი.

4. რკინა გაკლია.

მას შეიცავს: წითელი ხორცი, თევზი, ქათამი, ზღვის კომბოსტო, თხილი.

თუ გამონაბოლქვის ჩასუნთქვის სურვილი გიჩნდება:

1. ცილა გაკლია.

მას შეიცავს: წითელი ხორცი, თევზი, ქათამი, ზღვის კომბოსტო, თხილი.

2. ავენინი გაკლია (ერთგვარი ცილაა).

მას შეიცავს: მიუსლი, შვრიის ფაფა.

3. კალციუმი გაკლია.

მას შეიცავს: ბროკოლი, ქუნჯუთი, ყველი.

4. გლუმინატი გაკლია (ამინომჟავაა).

მას შეიცავს: უმი კომბოსტოს წვენი.

5. კალიუმი გაკლია.

მას შეიცავს: მწვანილი, ზეთისხილი, კურაგა, ზღვის კომბოსტო.

თუ გაზიანი წყალი გინდება:

კალციუმის ნაკლებობას განიცდი.

მას შეიცავს: ბროკოლი, ქუნჯუთი, ყველი.

თუ მარილიანი საკვები გინდება:

ქლორიდები გაკლია.

მას შეიცავს: თხის რძე, თევზი, ზღვის მარილი.

თუ მჟავე საკვები გინდება:

მაგნიუმი გაკლია.

მას შეიცავს: მოხალული თხილი და მზესუმზირა, ხილი.

თუ წვნიანი გინდება:

ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის.

სასურველია დღეში 8-10 ჭიქა წყლის დალევა. სასარგებლოა მასში ლიმონის წვენის დამატება.

თუ მშრალი საკვები გინდება:

ორგანიზმს მარგანეცი აკლია.

მას შეიცავს: ნუში, ნიგოზი.

თუ მადა დაკარგე:

1. ორგანიზმს ვიტამინი B 1 აკლია.

მას შეიცავს: თხილი, მზესუმზირა, ღვიძლი. საქონლის შიგნეულობა.

2. ორგანიზმს ვიტამინი B 2 აკლია.

მას შეიცავს: თევზი, საქონლის, ქათმის, ინდაურისა და ღორის ხორცი; მზესუმზირა.

3. მარგანეცი გაკლია.

მას შეიცავს: ნუში, ნიგოზი.

თუ მოწევის სურვილი გიჩნდება:

1. კრემნი გაკლია.

მას შეიცავს: თხილი, მზესუმზირა.

2. ტიროზინი გაკლია.

მას შეიცავს: ფორთოხლისფერი, მწვანე და წითელი ხილი და ბოსტნეული. აგრეთვე, მიიღე C ვიტამინი.