ჩვენ უკვე გავეცანით პატარა შავი კაბების ისტორიას წითელ ხალიჩაზე, ახლა კი ჯერი მის აბსოლუტურ მოწინააღმდეგეზე, პატარა თეთრ კაბებზე მიდგა.
საკმაოდ თამამი უნდა იყო, რომ ამ სტილის კაბა მოირგო. პირელყოვლისა იმიტომ, რომ თეთრი ბევრად უფრო მსუქანს აჩენს სხეულს, ვიდრე ის არის (ეს აქსიომაა). შემდეგ მოდის ის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა შეირჩეს მასთან აქსესუარები, ვარცხნილობა, მაკიაჟი, რადგან თეთრი საკმაოდ პრეტენზიული ფერია და შესაბამის მოპყრობას ითხოვს.
თუმცა ფაქტია, რომ თეთრი ფერი თვალს იზიდავს და მასში გამოწყობილი ნებისმიერი ქალბატონი ყურადღების ცენტრში ექცევა.
ვნახოთ რომელმა ვარსკვლავებმა გაბედეს პატარა თეთრი კაბების მორგება, გრძელ წითელ ხალიჩებზე და შევაფასოთ, რამდენად კარგად გამოიყურებიან ისინი.
იხილეთ ფოტოგალერეა