გიორგი ვარდოსანიძემ და სალომე ჭაჭუამ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს... - Marao

გიორგი ვარდოსანიძემ და სალომე ჭაჭუამ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს...

2014-02-15 18:26:19+04:00

მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ და მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ ჯვრის დასაწერად 15 თებერვალი აირჩიეს. წყვილმა დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში იქორწინა და ამ მოვლენის ამსახველ ფოტომასალას ექსკლუზიურად საიტის რეპორტიორი ავრცელებს.

სალომეს და გიორგის ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას შეუყვარდათ. მართალია, თავად უარყოფენ, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე სეზონის დამთავრებიდან ძალიან მალე გიორგი და სალომე შეყვარებულებს დაშორდნენ.

სალომე ჭაჭუა - გიგი გაჩეჩილაძეს, გიორგი ვარდოსანიძე კი მსახიობ თამთა შალამბერიძეს. გიორგი და სალომე დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდნენ სიყვარულის ისტორიას, თუმცა მათ წყვილს ყველგან ერთად ხედავდნენ.

მოგვიანებით, პრესასთან პირველად გიორგი ვარდოსანიძემ აღიარა, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ. შემდეგ კი სალომემ "რეიტინგთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოგვიყვა ახალი სიყვარულის ისტორიის შესახებ.

იხილეთ სრულად: reitingi.ge