ბოლო დღეების ყველაზე გახმაურებული მოვლენა სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის ჯვრისწერა გახლდათ.
ყველას აინტერესებდა, როგორი იქნებოდა, რა ეცმეოდა თბილისის ყველაზე სასურველ საპატარძლოს, სექსუალურ მოცეკვავეს, სალომე ჭაჭუას.
თაყვანისმცემლების მოლოდინი გამართლდა – სალომე მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ჯვრისწერაზე. თუმცა იმიჯი, კონკრეტულად კი, პატარძლის კაბა საოცრად ჰგავდა ბიონსეს ცნობილ, თეთრმაქმანებიან, ნახევრად გამჭვირვალე კაბას, რომელიც მომღერალს "გრემის" დაჯილდოების ცერემონიალზე ემოსა.
შეგახსენებთ, ბიონსე "გრემის" ცერემონიალზე წონაში საგრძნობლად დაკლებული გახლდათ და მისი ქალური ფორმები კიდევ უფრო დახვეწილი ჩანდა ამ საოცრად მომხიბვლელ კაბაში.
არანაკლებ მშვენიერი იყო სალომე ჭაჭუა ტანზე მოტმასნილ საპატარძლო კაბაში, რომელიც ბიონსეს სამოსის თითქმის იდენტური გახლდათ.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელს უფრო უხდება თეთრი მაქმანებიანი, ტანზე მოტმასნილი კაბა: სალომეს თუ ბიონსეს?