არსებობს თუთიის (ცინკის) და სალიცილ-თუთიის მალამო. ეს უკანასკნელი ძალიან კარგია გამონაყარის მოსარჩენად, ის შეუცვლელია პრობლემური კანის მოსავლელად, ხოლო თუთიის ცხიმიანი კრემი გადასარევია გამომშრალი კანისთვის, გაქარული და დამსკდარი ტუჩებისთვის, ხელებისთვის.
თუთიის მალამო – ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური საშუალებაცაა. სახის გაწმენდის შემდეგ, ასევე, გამონაყარის შემთხვევაში კანზე წაისვით თუთიის მალამო.

ის ასევე შეუცვლელია კოღოს ნაკბენებისა და სილურჯეების მოსარჩენად, ნაოჭების გასასწორებლად და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.
თუ გსურთ, რომ დეპილაციის შემდეგ კანი არ გაგიღიზიანდეთ, წაისვით თუთიის მალამო. ერთი წასმაც კი საკმარისია, რომ დეპილაციის შემდეგ კანის გაღიზიანებამ არ შეგაწუხოთ.
პედიკიური გაიკეთეთ და გსურთ, რომ დიდხანს გაგყვეთ ეფექტი? უბრალოდ, ფეხის ტერფზე პერიოდულად წაისვით თუთიის მალამო. ნაცადია.
მოერიდეთ მალამოს თვალში მოხვედრას.