სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით გაგრძელდა. მართალია, წყვილმა გადაწყვიტა, ცერემონიალი პრესისთვის საიდუმლოდ დარჩენილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი გვპირდებოდა, რომ მათ ჯვრისწერას ექსკლუზიურად მის გადაცემაში ვნახავდით, მაგრამ სოციალური ქსელი და სხვადასხვა ინტერნეტსააგენტო უკვე მეორე დღეა, სალომესა და გიორგის ქორწილის ფოტოებმა დაიპყრო და ცეკვის ვიდეოებიც კი გავრცელდა.
მკითხველს ახსოვს, რამდენ წელს ითვლიდა გიგი გაჩეჩილაძისა და სალომე ჭაჭუას სიყვარულის ამბავი. ამიტომ გიგის ტელეფონზე დავურეკეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- გიგი, სალომეს და გიორგის ქორწილი რომ ჰქონდათ, ალბათ, გაიგეთ...
- კი, მაგრამ მე რა შუაში ვარ? მე და სალომე როცა შეყვარებულები ვიყავით, მაშინ რომ სვამდით ჩვენ შესახებ კითხვებს, გასაგები იყო, მაგრამ ახლა მათ თავიანთი ოჯახი აქვთ და წარმატებები მათ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge