ძლიერი გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი: ვიკეთებთ მხოლოდ წელიწადში 2-ჯერ - Marao

ძლიერი გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი: ვიკეთებთ მხოლოდ წელიწადში 2-ჯერ

2014-02-18 12:36:31+04:00

ამ არაჩვეულებრივი სახის ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, 2-2-კვირიანი კურსით.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

• 1 სუფრის კოვზი თაფლი (რა თქმა უნდა, ნატურალური და გამოყენებამდე გაარკვიეთ, ხომ არ ხართ თაფლზე ალერგიული);

• 1 სუფრის კოვზი არაჟანი (უმჯობესია, ცხიმიანი);

• 50 გრ ხაჭო (ეს დაახლოებით პატარა შეფუთვის ნახევარია);

• 1 კვერცხი;

• 6-10 წვეთი ლიმონის წვენი;

• 1-2 ალოეს ამპულა, ვიტამინი B1 და B12 (ყველაფერი ეს იყიდება აფთიაქებში).

ვამზადებთ:

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ მინის ჭურჭელში და დაიდეთ საღამოს, სუფთა კანზე (შეგიძლიათ თვალის ქვეშაც). გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ნიღაბი შეინახეთ მაცივარში, დახურულ შუშის ჭურჭელში. ამ პროპორციებით ის 2 კვირის განმავლობაში გეყოფათ.