სალომე გოგიაშვილი მესამე შვილის დედა გახდა - Marao

სალომე გოგიაშვილი მესამე შვილის დედა გახდა

2014-02-20 11:19:02+04:00

ყოფილ ტელეწამყვანს, სალომე გოგიაშვილს 18 თებერვალს მესამე შვილი შეეძინა. სალომე ბოლო პერიოდში უკვე მოუთმენლად ელოდებოდა ბავშვის დაბადებას, პატარა კი ამქვეყნად მოვლინებას არ ჩქარობდა.

სალომემ 18 თებერვალს ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. პატარას ირაკლი დაარქვეს.

შეგახსენებთ, რომ სალომეს პირველი საერთო ბავშვი თავის მესამე ქმრისგან, ვახო ნიკოლაიშვილისგან ეყოლა. როგორც სალომესთვის, ისე ვახოსთვის ეს რიგით მესამე შვილია.

უამრავ მილოცვას სალომემ საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" უპასუხა: "ყველას ძალიან დიდი მადლობა. ამ შეგრძნებას არაფერი ჯობია და ყველა ქალს ვუსურვებ, იყოს ეგეთივე ბედნიერი, როგორიც ახლა ვარ მე!!! მეგობრებო, მიყვარხართ ყველა... მადლობა, რომ ჩემს გვერდით იყავით. გილოცავ, ვახო და გვიყვარხარ მე და...:)"