SOS. პაპილომა ვირუსი! ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
ნათქვამია, თუ ვერ ახერხებ კბილის კარიესის დროულ მკურნალობას - საბოლოო ჯამში, გამოეთხოვები კბილს; მაგრამ თუ ვერ მოახერხებ პაპილომის დროულ მკურნალობას - გამოეთხოვები სიცოცხლეს.
რამდენადაც სასტიკად უნდა მოგეჩვენოთ ეს გამონათქვამი, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია - პაპილომა ხომ საშვილოსნოს ყელის კიბოს წინარე დაავადებაა და მისი დროული მკურნალობა ყველა ქალის უპირველესი მოვალეობაა!!!

პაპილომები, ისევე, როგორც მეჭეჭები, ინფექციური ხასიათის დაავადებაა; ეს დაავადება შეიძლება გადაგედოთ სექსუალური პარტნიორისგან, შესაძლებელია, სულაც დედამ გადასდოს ახალშობილს; პაპილომა შეიძლება წლობით თვლემდეს ორგანიზმში და არ გამოვლინდეს, მაგრამ როგორც კი ორგანიზმში გაჩნდება ჰორმონალური დარღვევები ან შესუსტდება იმუნიტეტი - აი, აქ უკვე შანსს არ დაკარგავს პაპილომა და დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას.
ამერიკული სოციალური ჯანმრთელობის ასოციაციის (American health assosiation) მონაცემებით, მინიმუმ 20 000 000 ადამიანი უკვე დაავადებულია პაპილომა ვირუსით, ხოლო ყოველწლიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა წელიწადში 5,5 მილიონს შეადგენს.
დღეს უკვე არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ იმ დაავადებათა შორის, რომელიც ქალის ადრეულ სიკვდილს იწვევს, საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა მკერდის კიბოს შემდეგ; სწორედ ამიტომ მის დროულ სრულფასოვან დიაგნოსტიკასა და დროულადვე სრულფასოვან მკურნალობას თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
დიაგნოსტირებაზე არანაკლებად მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალურ ხელში მოხვდებით. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებასა და მომსახურებებზე და რამოდენიმე პუნქტით გამოვარჩიეთ კლინიკა "მედი".
კლინიკა "მედის" გინეკოლოგიური დეპარტამენტი აღჭურვილია დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო ნანოტექნოლოგიების ფართო სპექტრით,
კოლპოსკოპია-ვულვოსკოპიით:
1. ულტრასონოგრაფია;
2. რადიოლოგიური დანა (სურჯიტრონი)
3. ლაპარასკოპია;
4. ჰისტეროსკოპია;
პაპილომა ვირუსზე კვლევა უფასოდ უტარდება ყველა მსურველს, კლინიკის პაციენტებს, რადგანაც კლინიკა "მედი" სკრინინგის პროგრამის პარტნიორია;

სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ ცნობილია, რომ საქართველოში ყოველი მერვე წყვილი უშვილოა; ამ ძალზედ სენსიტიური პათოლოგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობაც უკვე ხელმისაწვდომია კლინიკაში; მსოფლიოს წამყვანი ბრენდის, გერმანული Maxer-ის ჰისტეროსკოპისა და ლაპარასკოპის მეშვეობით შესაძლებელია საშვილოსნოს შიდა შრის გამოკვლევა.
იგი აფართოებს დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს საშვილოსნოს პათოლოგიების დასადგენად, მკურნალობისას იძლევა არჩევანის საშუალებას კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებს შორის;
ლაპარასკოპიის საშუალებით კი შესაძლებელია ისეთი პათოლოგიური ცვლილებების დადგენა, რომელიც ექოსკოპიურად თუ სხვა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებით შეუძლებელია.
ჩაიტარეთ დიაგნოსტიკური გამოკვლევები საუკეთესო პირობებში ნანოტექნოლოგიებით, გაიარეთ კონსულტაცია მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან და იგრძენით თავი დაცულად!
კლინიკა "მედი", კოსტავას ქუჩა 52, ტელ: 2 91 0000
R