• დიზაინერი - სტიუარტ ვეიცმანი მხოლოდ ექსკლუზიურ ფეხსაცმელს ქმნის. პირველად ფეხსაცმელი მსახიობ - რიტა ჰეივორტის საყურით გააფორმა. სადა ფეხსაცმელი დედოფლის ფეხსამოსად იქცა.
ძვირფასი თვლებით - ლალით, ბრილიანტითა და საფირონით დამშვენებული საზაფხულო ფეხსაცმელი 3 მლნ დოლარად შეიძინა მსახიობმა კეტლინ იორკმა.
• ”კონკიას ქოშები” ჰქვია ფეხსაცმელს, რომელსაც 595-კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს. მარჯვენა ქოში 5-კარატიანი შოკოლადისფერი ბრილიანტით არის შემკული. მომღერალმა ელისონ კუპერმა ეს ქოშები 2 მლნ დოლარად იყიდა.
• 2008 წელს, ვეიმანმა ახალი შედევრის შექმნა გადაწყვიტა და დახმარებისთვის ოქრომჭედელ - ლე ვიანორს მიმართა. საზაფხულო ქოშის დასამშვენებლად 185-კარატიანი ცისფერი ტანზანიტი და 28-კარატიანი ბრილიანტი დაიხარჯა.
• წითელძირიანი ფეხსაცმელი პლატინითაა დაფარული და 624 ლალითაა (საერთო წონა 120 კარატი) გაწყობილი. ის 1,6 მლნ დოლარი ღირს, მაგრამ მყიდველი ჯერ არ გამოსჩენია.
• ”პლატინის გილდია” ჰქვია ფეხსაცმელს, რომელიც პლატინითა და 464 ბრილიანტითაა გაფორმებული. ორივე ფეხსაცმელს ცენტრში მსხლის ფორმის დიდი ბრილიანტი ამშვენებს. მსახიობმა - ლაურა ჰარინგმა ეს ფეხსაცმელი 1,9 მლნ დოლარად შეიძინა.
• ”რეტრო ვარდი” - XX საუკუნის 40-იანი წლების სტილით შეკერილი ფეხსაცმელი 1800 ბრილიანტის (საერთო წონა - 100 კარატი) ვარდითაა გაწყობილი.
• 1939 წელს მეწაღემ ფილმისთვის - ”ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან” შექმნა ფეხსაცმელი, რომელზეც წითელი ფერის მინის ფირფიტები დაამაგრა. სულ 6 წყვილი შეკერეს. 4 დაკარგულა. ერთი 2005 წელს კინომუზეუმიდან მოიპარეს. დარჩენილი წითელი ფეხსაცმელი დიზაინერებმა ”გააცოცხლეს” და ვერცხლის ზონრებითა და მთის ბროლით გააფორმეს.
• 2007 წელს შეიქმნა ”ბრილიანტის ოცნება”. ფეხსაცმლის პლატინის ზონარი 1420 ბრილიანტითაა (საერთო წონა - 30 კარატი) დაფარული. მსახიობმა - ანიკე ნონი როუზმა ის 500 ათას დოლარად შეიძინა.
• ტორონტოს ფეხსაცმლის მუზეუმში ინახება 160 ათას დოლარად შეფასებული XIX საუკუნეში, ინდოეთის პრინც - ნიზამი სიკანდარ ჯახუსთვის შეკერილი ფეხსაცმელი. აღმოსავლური აბრეშუმის ქოში ბრილიანტითა და ლალითაა დამშვენებული.
• მეწაღეებმა სპორტული ფეხსაცმლის დიზაინზეც იზრუნეს. სპეციალურად Reper, Antwan ”Big Boi” Patton-ისთვის ”ნაიკის” ფირმის კედი შოკოლადისფერი ბრილიანტებით გააფორმეს (საერთო წონა - 11 კარატი). სპორტული ფეხსაცმლის ფასი 50.000 დოლარია.