2014 წლის 20 თებერვალს ქუთაისში 12 წლის გოგონა გაუჩინარდა. სამძებრო ღონისძიებები დღემდე უშედეგოდ გრძელდებოდა, დღეს კი ambebi.ge-სთვის გოგონას შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ქუთაისის შსს-ს სამმართველოს ინფორმაციით, გოგონა გათხოვდა.
გავრცელებული ინფორმაცია სრულიად არ არის დამამშვიდებელი გოგონას ოჯახის წევრებისთვის, ვინაიდან მათთვის ამ დრომდე უცნობია გოგონას ჯანმრთელობისა თუ ფსოქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ოჯახის წევრებმა არც 12 წლის გოგონას ადგილმდებარეობის შესახებ იციან.
Ambebi.ge-ს ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტი მარიამ სულაბერიძის დედას, ეთერ გვენეტაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მისი შვილი, 12 წლის მარიამი ნებით არ გათხოვილა. მარიამის დედა მცირეწლოვანი ქალიშვილის პოვნაში დახმარებას ითხოვს.
იხილეთ სრულად: ambebi.ge