ადამიანი, რომელმაც "ქალის ფიქრები წაიკითხა" - მელ გიბსონი ურჩევს მამაკაცებს, კარგად დააკვირდნენ ქალებს და ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც მიხვდებიან, რა სურთ მათ.
რა სურთ ქალებს? როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ ქალის სურვილები დააკმაყოფილოს?
ამბიციური - "მამაკაცებო, მოახდინეთ თქვენი ამბიციების დემონსტრირება. მიზანსწრაფული და წარმატებული მამაკაცები ყველაზე მიმზიდველები არიან ქალბატონის თვალში".
ენერგიული - "ყველაფერი უნდა შეძლოთ - სამსახურში წინსვლაც და ოჯახში ყურადღებისა და სითბოს გამომჟღავნებაც".
მოკრძალებული - "მამაკაცებო, არ გიხდებათ თქვენი ღირსებებისთვის ხაზგასმა. ჩვენ ამას ისედაც ვამჩნევთ. იყავით უფრო თავმდაბლები".
ნიჭიერი - "გამოამჟღავნეთ ლიდერობისა და პირველობის ნიჭი".
მგრძნობიარე - "უნდა შეგეძლოთ თანადგომა, გაგება, სინაზისა და მზრუნველობის გამომჟღავნება".
ცივსისხლიანი - "ქალებს მოსწონთ გაწონასწორებული მამაკაცები, რომლებსაც კარგი თვითკონტროლის უნარი აქვთ".
მსუბუქად ეჭვიანი - "ზომიერად ეჭვიანობა ქალებს იმისთვის სჭირდებათ, რომ თავი სასურველ ქალბატონად იგრძნონ".
იუმორი - "აქ ხომ ისედაც ყველაფერი ნათელია!"
ხმა - "მამაკაცის ხავერდოვანი, თავდაჯერებული ხმა ნებისმიერ ქალს დაახვევს თავბრუს."