ყოველდღიურ მეტყველებაში, პრესასა თუ ტელევიზიაში ხშირად შეცდომით ვიყენებთ ყველაზე გავრცელებულ ფრაზებს, თანაც ისე, რომ მათი სწორი ფორმა არც კი ვიცით. მაგალითად, რომელია სწორი ფორმა: მადლობა, გმადლობთ თუ მადლობთ?
ფილოლოგები გვირჩევენ: "თუკი დიალოგია ორ ადამიანს შორის და მადლიერების გამოხატვის მოსურნე მიმართავს ადრესატს, უკეთესია, თუ გამოიყენებს სიტყვას "გმადლობთ". რაც შეეხება დამოუკიდებლად, აბსტრაქტულ ფორმას - უმჯობესია, თუკი ადამიანები იტყვიან "დიდი მადლობა" და არა "მადლობა" - ამბობს პროფესორი მანანა ტაბიძე.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გოგი გოგოლაშვილი კი გვირჩევს - მიმართვის დროს გამოვიყენოთ "დიდი მადლობა", ასევე, მადლობაც. მაგრამ მისი თქმით, თუ ზმნურ ფორმას მოვიშველიებთ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ "გმადლობთ" და არა "მადლობთ".
იხილეთ ვიდეო