ძუძუების "პაკაზი" და "წუხანდელი თეთრეული" "პროფილში" - Marao

ძუძუების "პაკაზი" და "წუხანდელი თეთრეული" "პროფილში"

2014-03-07 15:01:41+04:00

"ადამიანი უნდა მოქმედებდეს თავისი კეთილი ნების, სურვილების, ემოციების, იმპულსების და ათასგვარი სხვა რეაქციული მისწრაფების გათვალისწინებით. ეს არის ძალიან ბუნებრივი" - ასეთი იყო თინა მახარაძის "უზენაესი ნება" გუშინდელ "პროფილში".

არ ვაპირებ არავის ძაგებას, ნახევარი საქართველო ისედაც მაგ გოგოს აგინებს და ერთით მეტი, ერთით ნაკლები არაფერს შეცვლის. საერთოდ, მგონია, რომ მნიშვნელოვანი "გოგონა" კი არა, ეს პრობლემა უფროა...

საქართველოში თავისუფლების გამოვლინების ყველაზე დეგრადირებული ფორმირებებია - ათეიზმი, ანარქიზმი, სექსიზმი. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ყველა იდეა იმპროვიზებულად ყალიბდება და საკმაოდ სცილდება ხოლმე ჭეშმარიტ არსს, განსაკუთრებით - თავისუფლების იდეა...

(მოდი, "იმპორტს" დავაბრალებ და არა - ერს) არის კატეგორია, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს, ხელოვნება ვულგარულ ცირკად აქციოს. ეს ადამიანები საკუთარ ძუძუებს ტელეკამერების წინ ახტუნავებენ, მომდევნო "დამსრესის" მოლოდინით თვალებანთებულები ან საკუთარი გლანდების უნივერსალურობით "გვაჯავრებენ ხოლმე".

სანამ საკუთარი "ლოგინის" საჯაროდ განხილვა ინდივიდის თავისუფლებასთან და სტერეოტიპების მსხვრევასთან იდენტიფიცირდება და არა ფარულ კომპლექსებთან, ეჭვი მეპარება, რამე გვეშველოს...

მე არ მაინტერესებს, დღეში რამდენჯერ იხეხავს თინა მახარაძე კბილებს (რომელიც აქამდე საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო) და ვისი ნათითურები ატყვია "ძაან განათლებულ" ე.წ. მერსის, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს ქვეყანაში, ჩემ გვერდით ხდება და გვერდს ვერ (არ) ავუვლი.

ყველაზე გულისამაჩუყებელია, რომ პირობით თინიკოებს, მერსიებს და სხვებს ჰგონიათ, რომ მინეტზე საუბრით (და კეთებით) სტერეოტიპებს ამსხვრევენ და რევოლუციონერებად გვევლინებიან. სინამდვილეში სხვა გასავალს ვერ უძებნიან თავიანთ "თავისუფლებას" და ლიბიდოს დაცლის ყველაზე პრიმიტიულ საშუალებებს აძგერდებიან…

სტილი! აი, რა არ გვაქვს ქართველებს - მიზეზი, რის გამოც ყველაფერს ვუკარგავთ შნოს და ხელოვნებას ვაქცევთ ბაზრად. ლიფის გახდაც და სექსიც ხელოვნებაა, თუ ის არ მოხვდება დახამებული ქართველის ხელში, რომელსაც სხვა არაფერი შეუძლია, ვიდრე საკუთარი პიარისთვის, ტელევიზიიდან ტელევიზიაში ულიფოდ ირბინოს.

ბიუსტჰალტერს გასახსნელი იმიტომ აქვს, რომ დანიშნულების მიხედვით უნდა გაიხსნას... მაგრამ არ ღირს აგრესიად ის, საზოგადოებაში ადგილს მოწყურებული პერსონაჟები, რომლებსაც კითხვისას უკუღმა ეჭირათ ინსტრუქცია (და სხვა...). ნახევარი საუკუნე გავიდა მას მერე, რაც ფრანგმა ქალებმა ლიფები დაწვეს, მაგრამ საქართველოში გუშინ ისწავლეს ლიფის გახდა და სკანდალურობით მოაქვთ თავი. ჩვენს ხალხს სტილი ჰგონია ის, რასაც მოდის ჟურნალებში კითხულობს. შარშან წითელი თმა განსხვავებულობის სავიზიტო ბარათი იყო, წელს - გოიმობა.

საწყალი, საწყალი ერი... მუდმივი წნეხის ქვეშ მოყოლილი, ტყვეობიდან თავდაღწეული და რასაც თავისუფლების იარლიყს მიაკრავენ, ყველაფერს დახამებული.

რატომღაც XXI საუკუნე ყველაფრის უფლებასთან და ადამიანის ცხოველებთან გაიგივებასთან ასოცირდება...

მე დაველოდები იმ დროს (ვიცი, არ დააყოვნებს), როცა დეფეკაციის პირდაპირი ტრანსლაცია შემოვა მოდაში...

P.s. შიშველ მკერდზე არანაკლები სილამაზე კარგი უკანალია. ველოდებით გამჭვირვალე შარვლებს თბილისის ქუჩებში (უნიფხვოდ, ცხადია..).

თეკლა ლაზი