შეიძლება თუ არა, ქონი სასარგებლო იყოს? რა თქმა უნდა, შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე დათვის ქონს ეხება.
დათვის ქონის სამკურნალო თვისების შესახებ ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ.
მაინც რა სასარგებლო თვისებებს შეიცავს დათვის ქონი? პირველ რიგში, ეს არის პოლი და მონოდგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები (ომეგა – 3-6-9), A, E და B ჯგუფის ვიტამინები, ციტამინები, ცერებრამინები, საპონინები, ასევე, უამრავი რაოდენობის ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო მაკრო და მიკროელემენტები.
დათვის ქონი მნიშვნელოვნად აძლიერებს დასუსტებულ იმუნიტეტს, ამაღლებს ორგანიზმის საერთო ბრძოლისუნარიანობას, აქრობს ანთებით პროცესებს და სრული გამოჯანმრთელების პროცესს აჩქარებს. გარდა ამისა, ცხოველური წარმოშობის ეს უნიკალური პროდუქტი გამოიყენება გაციების, ინფექციური და ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში.
რომელი დაავადებების დროს გამოიყენება დათვის ქონი
ქონის გამოყენების სფერო იმდენად დიდია, რომ უფრო მარტივი იქნება გავარკვიოთ, როგორ მოქმედებს ის ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე.
მაშ ასე, დათვის ქონი ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
სასუნთქი გზების მკურნალობისას, მაგალითად - ბრონქიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის, ფარინგიტისა და პნევმონიის დროს. ამ დაავადებების დროს კარგია ქონის როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გამოყენება. ეს ბუნებრივი პროდუქტი არაჩვეულებრივია ხველის დროს.
დათვის ქონი გამოიყენება რევმატოლოგიასა და ნევროლოგიაში. კარდიოლოგები კი დათვის ქონის დალევას გვირჩევენ. ის არეგულირებს არტერიულ წნევას, ამაღლებს ჰემოგლობინს და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება.
დათვის ქონს მსუბუქი სედატიური ეფექტიც აქვს, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას.
კოსმეტოლოგებიც სიამოვნებით იყენებენ დათვის ქონს ასაკოვანი კანისთვის. საქმე ისაა, რომ ის არაჩვეულებრივად კვებავს კანს და ლიფტინგის ეფექტიც გააჩნია.
თუ გსურთ, რომ ყინვაში კანი არ დაგისკდეთ და გაგიუხეშდეთ, გარეთ გასვლამდე, წინასწარ წაისვით სახეზე დათვის ქონი. განსაკუთრებით მოუხდება ეს საშუალება სამთო-სათხილამურო სპორტის მიმდევრებსა და მთამსვლელებს.
რაც შეეხება დერმატოლოგიურ დაავადებებს, ამ შემთხვევაში დათვის ცხიმი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აღადგენს კანის სტრუქტურას ეგზემის, ფსორიაზისა და სხვა დერმატოლოგიური დაავადებების დროს.
და დათვის ქონის ყველაზე მოულოდნელ გამოყენებას მიაგნეს ონკოლოგიის პროფილაქტიკაში, ასევე, რეპროდუქციულ მედიცინაში და მამაკაცისა და ქალის სასქესო სისტემის მუშაობის სისტემაში მოსაყვანად.
ერთი სიტყვით, ეს პროდუქტი, რომელსაც თანამედროვე პანაცეად მიიჩნევენ, გამოიყენება როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების მკურნალობისთვის, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გამოყენებით.
მაგალითად, ჩვეულებრივი გაციების დროს დათვის ქონი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე: დიდებმა – სუფრის კოვზით, ხოლო ბავშვებმა – ჩაის.
ბრონქიტის, პნევმონიისა და ტუბერკულოზის დროსაც კი დათვის ქონის მიღება რეკომენდებულია ასევე დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე შემდეგი დოზებით: ბავშვებისთვის – ჩაის კოვზი, მოზარდებისთვის – დესერტის კოვზი, ხოლო დიდებისთვის – სუფრის. მეტი ეფექტისთვის ცხიმი უნდა გაიხსნას თბილ რძეში და დაემატოს თაფლი. ამასთან, მკურნალობის კურსი უნდა შეადგენდეს ერთ თვეს, შემდეგ ერთკვირიანი შუალედის გამოტოვებით გაგრძელდეს მკურნალობა სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ამ სქემითვე მიმდინარეობს მკურნალობა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. თუ რაიმე მიზეზის გამო პაციენტისთვის რძე აკრძალულია, ცხიმის წასმა შეიძლება პურის ნაჭერზე და "ბუტერბროდს" უნდა მიაყოლოთ ჟოლოს ან ბალახეულის ჩაი.
სახსრების დაავადებების, ნაკბენების, დამწვრობის და სხვადასხვა იარის შემთხვევაში ცხიმს გარეგანი გამოყენება აქვს. ასეთ შემთხვევებში დაზიანებულ და მტკივან ადგილებში ქონი ისმევა თხელ ფენად. ხოლო სახსრებისთვის უმჯობესია, გაკეთდეს ქონის კომპრესები და შემდეგ თბილად შეხვევა.
უკუჩვენებები
ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც, გვხვდება შემთხვევები, როცა დათვის ქონს ადამიანის ორგანიზმი ვერ იტანს. ამიტომაც მისი გამოყენება ძალიან მცირე დოზებით უნდა დაიწყოთ, როგორც შინაგანი გამოყენებისას, ასევე გარეგანის და მხოლოდ უკუჩვენების არქონის შემთხვევაში უნდა გააგრძელოთ რეკომენდებული დოზებით მისი გამოყენება.
გარდა ამისა, მკაცრი უკუჩვენება აქვს დათვის ქონის გამოყენებას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ხოლო 3 წლამდე ბავშვებში აკრძალულია მისი მიღება შინაგანად, ხოლო გარეგანად დასაშვებია.
პანაცეა კაპსულებში
დღესდღეობით ფარმაცევტული წარმოება სიამოვნებით იყენებს ხალხურ სამკურნალო საშუალებებს და მათ კრემების, აბებისა და კაფსულების სახით უშვებს. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი "დათვის ქონი" კაფსულებშიც გამოდის. გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.