კირა ნაიტლის უჩვეულოდ წვრილმა წელმა მოდის კრიტიკოსები შოკში ჩააგდო - Marao

კირა ნაიტლის უჩვეულოდ წვრილმა წელმა მოდის კრიტიკოსები შოკში ჩააგდო

2014-03-11 12:34:35+04:00

კირა ნაიტლი რომ ზედმეტი წონით არასოდეს გამოირჩეოდა, ეს ახალი არ არის, მაგრამ აქამდე მსახიობს ხაზი არასოდეს გაუსვამს თავისი სხეულის ზედმეტი სიგამხდრისთვის.

პარიზის მოდის კვირეულზე, Chanel-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, 28 წლის კირა ნაიტლი ჰოტ-კუტიურის შავ-თეთრ კაბაში იყოს გამოწყობილი. სამოსში მსახიობის წელი არაპროპორციულად წვრილი ჩანდა. მოდის ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ კირა ნაიტლის პროპორციებისთვისაც კი ეს ზედმეტად წვრილი წელია.

ხოლო Daily Mail-ის ჟურნალისტებს კირა ნაიტლის ჩაცმულობამ საერთოდაც სანათი მოაგონა.

თუმცა თავად ნაიტლი, როგორც ჩანდა, ამ კაბაში თავს ძალიანაც კომფორტულად გრძნობდა.

საინტერესოა, რომ რიანა იგივე ჩვენებაზე Chanel-ის მსგავს კაბაში გამოცხადდა. თუმცა მომღერალი სამოსში ბევრად კარგად გამოიყურებოდა.