ეტალონი ქალები მაკიაჟით და მის გარეშე (+ფოტო) - Marao

ეტალონი ქალები მაკიაჟით და მის გარეშე (+ფოტო)

2014-03-11 14:34:14+04:00

ხავერდოვანი კანი, მგრძნობიარე ტუჩები, იდუმალი და დამატყვევებელი გამოხედვა, მბზინავი თმა – ყველაფერ ამას ვხედავთ, როცა ვარსკვლავები ტელეეკრანებიდან ან გლამურული ჟურნალების ფურცლებიდან გვიმზერენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

სწორედ ამიტომ ისინი ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მისაბაძი მაგალითები, ქალის იდეალები და ეტალონები ხდებიან.

ხშირად ცნობილი ქალბატონების ასეთი იდეალური გარეგნობა (განსაკუთრებით, ჟურნალების ფურცლებსა და სარეკლამო პოსტერებზე) ფოტოშოპის დამსახურებაა, მაგრამ როცა სელებრითები წითელ ხალიჩაზე გამოდიან, მაშინ უკვე ჯადოსნური მაკიაჟი ერთვება საქმეში და მისი მეშვეობით ისინი მართლაც ზეციურ ქმნილებებს ემსგავსებიან.

ფოტოგალერეაში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, წარმოდგენილნი არიან ყველასათვის ცნობილი ქალბატონები მაკიაჟით და მის გარეშე.

ნახეთ და თავად შეაფასეთ, რამდენად უნაკლოები არიან ცნობილი ლამაზმანები.