მარიამ როინიშვილი ქმარს დაშორდა - Marao

მარიამ როინიშვილი ქმარს დაშორდა

2014-03-12 12:29:47+04:00

თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი, მომღერალი მარიამ როინიშვილი ქმარს დაშორდა. მისი მეუღლე მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ.

მარიამმა და გიორგიმ ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს და სამი წლის წინ დაოჯახდნენ. ისინი პატრიარქმა დალოცა.

წყვილს 3 წლის ქალიშვილი ელენე ჰყავს. Ambebi.ge მარიამ როინიშვილს დაუკავშირდა.

– მარიამ, მართლა დაშორდით ქმარს?

– კი, დავშორდით, ოღონდ ამაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ.

– ამბობენ, რომ დიდი ხანია ერთმანეთს დაშორდით...

– კი, დიდი ხანია.

– ორივემ მიიღეთ დაშორების გადაწყვეტილება? რა გახდა ამის მიზეზი?

– მოდი, ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ.

თამარ ბოჭორიშვილი

წყარო: ambebi.ge