დაახლოებით ერთი წლის წინ ჟურნალი ''რეიტინგი'' პირველი წერდა, რომ მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძეს ოჯახი დაენგრა. მაშინ ქალბატონი მარინა ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებდა, თუმცა ჭორმა მთელი თბილისი მაინც შოკში ჩააგდო.
არავის სჯეროდა, რომ ამდენი წლის ოჯახი დაინგრა, რადგან ქალბატონი მარინა ძლიერი, პოპულარული ქალი გახლავთ და მეორე ნახევარზეც ყოველთვის თბილად ლაპარაკობდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მარინა ბერიძემ დანგრეულ ოჯახზე ისაუბრა.
ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში მან განაცხადა:
"ეკა კვალიაშვილი დიდი მომღერალია. ერთხელ ვთქვი, რომ ის შეუმდგარია, ამაში შემოქმედებითი მხარე არ მიგულისხმია, უბრალოდ, მას კონცერტებში არ იყენებენ. კვალიაშვილი ჩემი მომღერალი არ არის. ის იმდენად დიდი მომღერალია, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის, მე მომწონს თუ არა?..
ამ უსიამოვნებებს ჩემი პირადი პრობლემაც დაერთო. ზუსტად ეს გამოიყენეს, თითოეულმა მათგანმა ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ვგიჟდები, ამის პარალელურად ეკლესიაში როგორ დადიან. მე ხომ არ ვიყავი რომანების, თავგადასავლების მოყვარული, ერთის ნაცვლად 18 ქმარი ხომ არ მყავდა, როგორც ეგენი გამოდიან და ჰყვებიან ხოლმე.
მთელი ცხოვრება ერთი ქმარი მყავდა და ძალიან კარგი ოჯახი მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს კი ყველაფერი ერთად დამენგრა. ასეთ დროს ადამიანს მიზანმიმართულად წიხლი არ უნდა დააჭირო.
ეკას მივმართავ, ალბათ, მისთვის ადვილი იყო ერთი, ორი, სამი ქმარი, აღარ მახსოვს, უკვე რამდენი, მაგრამ მარინა ბერიძეს ასე არასდროს ჰქონია. ერთი რამის მჯერა, სხვის უბედურებაზე ბედნიერება არავის აუწყვია".
მოგვიანებით სოციალურ ქსელში ეკა კვალიაშვილი მარინა ბერიძეს გამოეხმაურა:
სრულად ტექსტი იხილეთ: reitingi.ge