თაფლის ნიღაბს ისეთივე მოქმედება აქვს, როგორც ბიოლიფტინგს.
მისი მომზადება შემდეგნაირად შეიძლება:
1 კვერცხის ცილა გათქვიფეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად აურიეთ. შემდეგ 2 სუფრის კოვზი იოგურტი (შეიძლება მაწონიც) შეურიეთ. ნიღაბი სახეზე თხლად გადაისვით და 15 წუთი გააჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ლიმონი კანს ამკვრივებს:
1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. სახეზე წაისვით და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
კიდევ ერთი ექსპრეს-ნიღბის რეცეპტი იხილეთ ფოტოზე.