ბებიის დანატოვარი ტაფის გაახლების ჯადოსნური მეთოდი - Marao

ბებიის დანატოვარი ტაფის გაახლების ჯადოსნური მეთოდი

2019-09-04 09:57:31+04:00

ალბათ, სახლში ყველას გაქვთ მოსახერხებელი თუნუქის ტაფა, რომლის გამოყენებაც შეუძლებელი გახდა მიმწვარი ცხიმის უზარმაზარი ფენის გამო.

ნუ იჩქარებთ მის რარიტეტად აგარაკზე გამწესებას ან გადაგდებას! გთავაზობთ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ტაფას პირველქმნილ იერს მიანიჭებთ.

დაგჭირდებათ:

ჩვეულებრივი "პვა" წებოს ერთი ქილა;

არანაკლებ ჩვეულებრივი, 72%-იანი სარეცხის საპონი.

მომზადების წესი:

1. გავხეხოთ საპონი სახეხზე.

2. დიდ ქვაბში (იმხელაში, რომ შიგნით თავისუფლად ჩაეტიოს ტაფა) ვაცხელებთ წყალს. ვყრით მასში გახეხილ საპონს და ვასხამთ წებოს. ვურევთ იქამდე, სანამ საპონი ბოლომდე არ გაიხსნება.

3. ხსნარში ვდებთ ტაფას და საშუალო ცეცხლზე ვაჩერებთ. მოგიწევთ ხშირად წყლის დამატება.

4. 2 საათში გადავღვრით წყალს და თბილი წყლით ვაგრილებთ ტაფას. ამ დროისთვის მიმწვარი ცხიმი უკვე მომბალი იქნება.

5. ახლა ტაფას ჩვეულებრივი მავთულის სახეხით გავხეხავთ და ის სულ ახალივით გახდება.