ცხიმმიმწვარი ქურის გაწმენდა, დაგვეთანხმებით, ყველა დიასახლისისთვის რუტინაა. უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს მის გასაწმენდად, თუმცა ეფექტურობით არცერთი გამოირჩევა.
გთავაზობთ ძალიან მარტივ და მართლაც ეფექტურ მეთოდს გაზის ქურის გასაწმენდად. თქვენი ქურა ახლის იერს მიიღებს. მისი ერთადერთი მინუსი არასასიამოვნო სუნია.
დაგჭირდებათ:
გაზის ქურის ორი ტაფა
წყალი
ნიშადურის სპირტი
გაახურეთ ღუმელი 65-70 გრადუსზე. ჩაასხით ერთ-ერთ ტაფაში წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი ქურა საჭირო ტემპერატურამდე გაცხელდება, გამორთეთ ის. სწრაფად ჩაასხით მეორე ტაფაში ნიშადურის სპირტი და შედგით ის ღუმლის მაღლა სექციაში. დაბლა შედგით ტაფა ადუღებული წყლით. დახურეთ ღუმლის კარი და გააჩერეთ მთელი ღამით.
მეორე დილით გამოაღეთ ღუმლის კარი, გამოიღეთ წყლიანი და ნიშადურის სპირტიანი ტაფა (სპირტი არ გადაღვაროთ, დაგჭირდებათ). კარი ღია დატოვეთ 15 წუთით, რათა ქურა განიავდეს.
ნიშადურის სპირტში ჩაუმატეთ 1-2 ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ნახევარი ჭიქა თბილი წყალი. ამ ხსნარისა და ღრუბლის მეშვეობით ღუმელს უკვე ძალიან მარტივად მოაცილებთ მიმწვარ ცხიმს. აუცილებლად გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები.