როგორ დავითხელოთ პუტკუნა სახე: იაპონური მასაჟი ცოგანი, პლუს კვების სისტემა - Marao

როგორ დავითხელოთ პუტკუნა სახე: იაპონური მასაჟი ცოგანი, პლუს კვების სისტემა

2017-04-06 12:39:03+04:00

ზედმეტი წონა არა მარტო მოწიფულ ასაკში ხდება პრობლემა, არამედ ახალგაზრდებშიც. მიზეზი შეიძლება გახდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, არასწორი კვება, ცხოვრების უმოძრაო წესი.

რა თქმა უნდა, წონის აკრეფა ადვილია, მაგრამ მისი მოშორება – ძალიან რთული. ზოგიერთ ქალს "ვაშლისებური" აღნაგობა აქვს, მუცელი და ფეხები ადვილად უხდება, ხოლო ზედა ნაწილი (მხრები და სახე) მაინც პუტკუნა რჩება. მაგრამ იმისათვის, რომ ამ პრობლემას მოერიოთ, საჭირო არ არის გასახდომი პრეპარატების ძებნა. ამაში იაპონური მასაჟი და სწორი კვება დაგეხმარებათ.

იაპონური მასაჟი ცოგანი

ეს მეთოდი დიდი ხანია, გამოიყენება უცხოეთში, მაგრამ საქართველოში მის შესახებ ცოტამ თუ იცის. მისი ავტორია იაპონელი კოსმეტოლოგი და ვიზაჟისტი იუკოკო ტაგაკა.

როგორ უნდა გავიკეთოთ იაპონური მასაჟი ცოგანი

იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ შედეგს, მასაჟი უნდა გაიკეთოთ ყოველდღე, საღამოს (ამისათვის დაახლოებით 5 წუთი დაგჭირდებათ). წინასწარ დაიბანეთ ხელები და სახე. წაისვით სახეზე მასაჟისთვის ფუძე – კოსმეტიკური ნაღები ან მაკიაჟის ჩამოსაშორებელი რძე.

მასაჟი უნდა გაიკეთოთ საჩვენებელი და უსახელო თითებით, მჯდომარემ ან ფეხზე მდგომმა.

1. დაიწყეთ ნიკაპის ცენტრიდან საფეთქლების მიმართულებით მსუბუქი ხელის მოსმით.

2. ახლა მოხარეთ თითები და ბალიშებით მსუბუქი დარტყმებით წადით ნიკაპიდან ყურებამდე.

3. ფრთხილად დაიჩქმიტეთ სახე.

4. მსუბუქად დაიმასაჟეთ კანი თვალების ირგვლივ.

5. და ბოლო ეტაპი – "გაიარეთ" თითებით ყელის ირგვლივ – დაიწყეთ ნიკაპის ქვემოდან და წადით კისრისკენ.

სწორი კვება

არასწორი კვება – ქალის სილამაზის ერთ-ერთი მტერია. ამიტომაც გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქცია:

1. ყოველდღიურად სვით რამდენიმე ლიტრი წყალი. სითხის ნაკლებობის შემთხვევაში, ორგანიზმი ცდილობს, შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი სითხე – სწორედ ამ დროს შუპდება სახე და სხეულის სხვა ნაწილები. წყლის მაგივრად შეგიძლიათ სვათ მწვანე ჩაი. ასევე, დაიმახსოვრეთ, რომ ჭამის დროს მიღებული სითხე კუჭის წვენის გამოყოფას უშლის ხელს, ეს კი საკვების ნორმალურად შეთვისებას უშლის ხელს, არღვევს ნივთიერებათა ცვლას. ამიტომაც წყალი უნდა დალიოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

2. აუცილებელია, რომ თქვენს რაციონში შედიოდეს ხილი და ბოსტნეული. ისინი სითხის, ვიტამინების და უჯრედისების ორგანიზმისთვის აუცილებელ რაოდენობას შეიცავს. უკეთესია, მიირთვათ ტკბილი ვაშლი, ვიდრე ორცხობილა.

3. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე.

4. თუ ყოველდღიურად მიიღებთ 1,2 მგ კალციუმს, ძალიან მალე დაიკლებთ წონაში. ამისათვის დღეში რამდენიმე ფინჯანი რძე დალიეთ; ასევე, მიირთვით თევზი, ნუში, ჩირები და არაქისი. ასევე, ბევრ კალცს შეიცავს ყველი.

5. პურ-ფუნთუშეულის შეზღუდვაზე უკვე აღარ გვაქვს საუბარი; ასევე - ცხიმიან ხორცპროდუქტებზე, მარილზე, შაქარსა და გაზიან სასმელებზე. ეს ყველაფერი ჩაანაცვლეთ – ხილით, ბოსტნეულით, წვენებით, ფაფებით, მჭლე ხორცით, კვერცხით (მხოლოდ მოხარშულით). ასევე, შეეცადეთ, მიირთვათ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.

6. კატეგორიული უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე, დაივიწყეთ ჩიფსები, მაიონეზი, კეტჩუპი, კონსერვები და შებოლილი პროდუქტები.

7. ხშირად ისეირნეთ (20-წუთიანი სიარული 250 კილოკალორიას დაგაწვევინებთ), ტკბილი დესერტები ჩაანაცვლეთ იოგურტით, კანფეტები – ჩირებით.

დაიცავით კვების ეს წესები, გამოიყენეთ ცოგანის მასაჟი და შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს!