მსახიობ თინა მახარაძის აქტუალურობამ ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია პიკს, სანამ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდებოდა.
"რეიტინგთან" მისი თამამი განცხადებები საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო. ამას მოჰყვა თინას სტუმრობა "პროფილში", "მძიმე კაცთან". ერთი სიტყვით, მის გარშემო ატეხილმა სკანდალმა ბევრი აქტუალური ამბავი გადაფარა.
ჩვენ თინას დედას, ქალბატონ ვიკა მახარაძეს ვესტუმრეთ. ლამაზი, საინტერესო, გულახდილი და ემოციური რესპონდენტი აღმოჩნდა.
- თინა ბავშვობიდან აქტიური და გონებაგახსნილი იყო. სამი წლიდან კითხვა დაიწყო. ჩემი მეორე შვილი, თამარი, თინაზე წლითა და სამი თვით არის პატარა, მაგრამ ერთად დადიოდნენ ბაღშიც, სკოლაშიც. რუსთავში ვცხოვრობდით.
2003 წელს გადმოვედით თბილისში. 8 თვეში მეუღლე გარდამეცვალა. დავრჩი სამი შვილით. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ. ჩემი მეუღლე გახლდათ პაატა მახარაძე, ექიმი, ექოსკოპისტი.
უნიჭიერესი, ძალიან სიმპათიური, თუ რამ კრიტერიუმი არსებობს კაცის დადებითად დასახასიათებლად, ყველას აკმაყოფილებდა. ერთადერთი ნატვრა მქონდა ცხოვრებაში, რომ ჩემს შვილებს ჩემნაირი ქმარი შეხვედროდათ.
- მეუღლესთან რამდენი წელი გაატარეთ?
- 15 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით. შემთხვევით დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი, სახლში გამომაცილა და ყველაფერი ასე დაიწყო. ძალიან ლამაზი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა.
- თავად რა პროფესიის ხართ?
- პედაგოგი ვარ. საბავშვო ბაღის დირექტორი ვიყავი, 5 წლის წინ გამათავისუფლეს. სამი შვილის შენახვა უმამოდ საკმაოდ რთული იყო ამ პერიოდში, მაგრამ თიკო მეხმარებოდა. ყოველთვის აქტიური იყო, 16 წლიდან მუშაობდა. "ზუმის" სახე გახლდათ.
იმ პერიოდისა და ასაკისთვის საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. და-ძმას ბევრ რამეს ყიდულობდა. 16 წლის ასაკში მეორე ქალიშვილი გამითხოვდა. ამ ზაფხულს მასაც დაეღუპა ქმარი ავარიაში. 10 წელი ხდება, რაც ქმარი გარდამეცვალა. ამ ათი წლის განმავლობაში ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანეთ, ჯერ მეუღლის გარდაცვალების გამო... მალევე გამზრდელი ბიძა გარდამეცვალა.
ის ყველაფერი იყო ჩემთვის, მამასავით მპატრონობდა. ამას მოჰყვა თიკოს ერთი ბაბუის გარდაცვალება, მერე სიძის სიკვდილი და მეორე ბაბუის წასვლა ამ ქვეყნიდან. ვერც ავხსნი, რა გადავიტანეთ ამ წლების განმავლობაში.
იხილეთ სრულად: reitingi.ge