მირანდა (მიმი) შელია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მიმი ძალიან ჰგავს ირინა შეიკს.
''რეიტინგში'' ხშირად გაცნობთ უცხოელი ვარსკვლავების ქართველ ორეულებს. თავდაპირველად სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მირანდა თქვენთვის ახლოს გაგვეცნო. გოგონას სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ ამჟამად რუმინეთში ცხოვრობს.
მისი მეუღლე კი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის ამომავალი ვარსკვლავი, როგორც მას ხშირად იხსენიებენ, 20 წლის გიორგი ჭანტურიაა. მირანდამ და გიორგიმ ზაფხულში იქორწინეს, ერთმანეთი კი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს.
- მიმი, პირველ რიგში, შენზე მოგვიყევი. როგორც მითხარი, მოსკოვში დაიბადე...
- დიახ, მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. დედა პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ არ მუშაობს. მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა და ჩემს სწავლა-განათლებას. მამა პროფესიით ტექნოლოგია, მაგრამ სხვა სფეროში საქმიანობს. სამწუხაროდ, დედმამიშვილები არ მყავს, დედისერთა ვარ. ყველა ამბობს, რომ ფიზიკურად ძალიან ვგავარ ბებიას, მამის დედას.
- სად სწავლობდი, როგორ გაატარე ბავშვობა?
- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, შვიდი წელი ვცეკვავდი შოუ-ბალეტ TODES-ში. სკოლის პერიოდში ჩემს კლასში ერთადერთი ქართველი ვიყავი და ჩემმა კლასელებმა საქართველოზე ძალიან ბევრი რამ იცოდნენ. რა თქმა უნდა, მე ვუყვებოდი და ქართულ სიტყვებს ვასწავლიდი. საქართველო იმდენად შევაყვარე, რომ არდადეგებზე ყველას მხოლოდ მანდ ჩამოსვლა უნდოდა. საქართველოში ძალიან ბევრი ნათესავი მყავს და მეც ხშირად მიწევს ჩამოსვლა. ყველაზე ბედნიერად თავს საქართველოში ვგრძნობ.
- რა პროფესიის ხარ, მოდელობაზე არასოდეს გიფიქრია?
- იურისტი ვარ, რუსეთის მართლმსაჯულების აკადემია დავამთავრე. სიმართლე რომ გითხრათ, მოდელობაზე მართლა არასოდეს მიფიქრია.
- როგორ ცხოვრობდი მოსკოვში, ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლებოდა...
- მოსკოვი დიდი მეგაპოლისია, საცობების გამო ყოველი წუთი უნდა გქონდეს გათვლილი, რომ რაღაც მოასწრო. ამიტომ სტუდენტობის წლები ძალიან დატვირთული მქონდა, ვფიქრობდი, დრო ტყუილად არაფერზე დამეკარგა. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, მათთვის არასოდეს მეცალა, რადგან მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის მუდმივად სწავლა იყო.
- თუმცა მათ შორის ალბათ შემაწუხებლებიც იქნებოდნენ. როგორ ახერხებდი მათ თავიდან მოცილებას?
- ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან მეცინება. ერთხელ ჩემთვის უცნობმა თაყვანისმცემელმა ნოდარ დუმბაძის პერსონაჟის – მურტალოს ყვავილების ისტორია გააცოცხლა და ჩემი ფანჯრების ქვეშ ფეიერვერკი მოაწყო. რაც შეეხება შემაწუხებელ თაყვანისმცემლებს, ყურადღებას არ ვაქცევდი და თავს მანებებდნენ.
- როგორც მითხარი, დაოჯახებული ხარ. მეუღლეზე მოგვიყევი.
სრულად იხილეთ: reitingi.ge