ამ რეცეპტით გამოდის 6-8 პასკა.
ინგრედიენტები:
- საფუარი ნედლი - 50 გრ
- კვერცხის გული - 15
- ნაღები 35% - 650 გრ (ან 400 გრ 10%-იანი ნაღები, 300 მლ ცხიმიანი რძე)
- ფქვილი - 1 კგ (თხელი ნაღების და რძის შემთხვევაში 1.3 კგ)
- დარბილებული კარაქი - 300 გრ
- შაქარი - 600 გრ
- კარდამონი (ილი) - 50 ცალი (დაუფქველი)
- დაფქული ჯანჯაფილი - 1.5 ჩ.კ.
- მუსკატის კაკალი - 1 ჩ.კ.
- მიხაკი - 1 ჩ.კ.
- ქიშმიში - 200 გრ
თავზე წასასმელად
- კვერცხის გული - 1-2
- არაჟანი, მაწონი ან რძე - 1-2 ს.კ.
ფორმები: მოვამზადებთ კონსერვის ქილებს. ცალკე მოვამზადებთ ძირისთვის 4 ფენა ქაღალდს და შემდეგ გამოსაცხობ ქაღალდს ამავე დიამეტრისას. გვერდებზეც ამოვუფენთ გამოსაცხობ ქაღალდს ისე, რომ გვერდებზე კარგად გადაიფაროს და ფორმიდან სიმაღლეზე 3-5 სმ-ზე ამოდიოდეს.
ქიშმიში: გავასუფთაოთ, გავრეცხოთ, დავაწდოთ და შემდეგ ტილოზე გავაშროთ.
სანელებლები: წინასწარ მოვამზადოთ.
რძე: ნაღები (ან რძე და ნაღები ერთად) შევათბოთ. 200 გრ გადმოვიღოთ საფუარისთვის და დანარჩენი კარგად გავაცხელოთ.
საფუვრის გასინჯვა: საფუარი გავხსნათ 150 მლ თბილ რძეში (არავითარ შემთხვევაში ცხელში). დავუმატოთ 1 ს.კ. შაქარი. მოვურიოთ და ცოტა ხანი დაველოდოთ. თუ კარგად ამოვა, მაშინ საფუარი კარგია და შეიძლება გამოვიყენოთ; თუ არა და, ე.ი. არ ვარგა.
სანელებლები: სანელებლები ჩავყაროთ ცხელ რძეში და გავაჩეროთ, რომ კარგად გამოვიდეს არომატი.
ოპარა: რძეში გახსნილ საფუარს კიდევ დავუმატოთ 50 მლ თბილი რძე. შევაზილოთ ცოტა გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ თხელი ცომი. გავაჩეროთ თბილ ადგილას.
მომზადების წესი იხილეთ: gemrielia.ge