დაბალწნევიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ მათ რაციონში ვიტამინების შემცველობაზე.
ცნობილია, რომ ჰიპოტონიის განვითარებას იწვევს ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობა. მისი უკმარისობა უარყოფით გავლენას ახდენს პოტენციაზეც და სქესობრივი ლტოლვის უქონლობა სწორედ ჰიპოტონიის ნიშნად ითვლება. C და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობასაც ადამიანი მიჰყავს დაბალ წნევამდე.
დაბალწნევიანთათვის სრულიად დაუშვებელია მუდმივი გამოუძინებლობა, არარეგულარული კვება, დიდხანს ყოფნა კომპიუტერთან უჰაერო ოთახში, დასვენება დივანზე წამოწოლით და ტელევიზორის ყურებით.
იხილეთ სრულად: mkurnali.ge