ტესტი: ქალის 8 ტიპი ფეხსაცმლის ქუსლის მიხედვით - Marao

ტესტი: ქალის 8 ტიპი ფეხსაცმლის ქუსლის მიხედვით

2014-04-28 14:20:45+04:00

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა ტიპის ქალს სხვადასხვა სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი მოსწონს. მოდი, შევამოწმოთ, რამდენად სწორია ეს მოსაზრება.

გაიარე ეს მარტივი ტესტი, აირჩიე შენთვის სასურველი ფეხსაცმელი (მნიშვნელოვანია, ეს სწრაფად გააკეთო) და გაიგე, ვინ ხარ სინამდვილეში.

1. წვრილი ქუსლი და ე.წ. შპილკა

ასეთ ქუსლიან ფეხსაცმელს უპირატესობას ანიჭებენ ენერგიული, საკუთარ თავში აბსოლუტურად დარწმუნებული ქალები. თუმცა ისინი გამოირჩევიან ტაქტითა და წინდახედულობით. ქალებმა, რომლებიც ასეთი ქუსლით ატარებენ ფეხსაცმელს, კარგად იციან თავიანთი თავის ფასი და იციან, ამისგან როგორ მიიღონ სიამოვნება. კომუნიკაბელურები არიან და ადვილად აბამენ ნაცნობობას. უსაზღვროდ ქალურები არიან.

2. ფეხსაცმელი მაღალ "ტანგეტკაზე"

ასეთი ფეხსაცმლის მფლობელები მშვიდი, დამთმობი ბუნებით გამოირჩევიან. ხშირად ეს ქალები არც ისე დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში, მაგრამ ეს სრულებით არ აისახება მათთან ურთიერთობის სიმსუბუქესა და სიამოვნებაზე. ძალიან რომანტიკულები არიან და ცხოვრებაზე თავისებური, ფილოსოფიური შეხედულება აქვთ. ტაქტიკა, რომელსაც ისინი ურთიერთობისას ირჩევენ – კომპრომისია.

3. ფეხსაცმელი 5-7 სმ-იან "ტანგეტკაზე"

ასეთ ფეხსაცმელს ყველაზე ხშირად დახვეწილი, ქალური, მაგრამ ამასთანავე, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალები ირჩევენ. ისინი აფასებენ მყარ პოზიციას, თუმცა თავად მოულოდნელობებით სავსენი არიან. ეს ქალი-გამოცანა გარშემომყოფთა ინტერესს ყოველთვის იწვევს.

4. სპორტული ტიპის ფეხსაცმელი

სპორტული ფეხსაცმელი სიარულს მოშვებულს და შეიძლება ითქვას, უხეშსაც ხდის. ქალები, რომლებიც ასეთ ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას, უკომპრომისოები არიან. კომუნიკაბელურობა – მათი ხასიათის ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა. მარტივად ერევიან ნებისმიერ საზოგადოებაში, თუნდაც უცნობში და უცებ უახლოვდებიან ადამიანებს. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში მძიმედ გადააქვთ ცვლილებები.

5. პატარა "შპილკა"

ასეთ ფეხსაცმელს უპირატესობას ანიჭებენ გართობისა და თავგადასავლების მოყვარული ქალები. გარეგნულად მიამიტები და დაუცველები ჩანან, მაგრამ ეს შთაბეჭდილება ხშირად მოჩვენებითია. ძალიან მიმზიდველები არიან გარშემომყოფებისთვის.

6. ქალის ფეხსაცმელი მამაკაცური ელემენტებით

ქალები, რომლებიც ამ ფეხსაცმელს ირჩევენ, საკუთარ თავში მყარად არიან დარწმუნებულები და მათი ცხოვრება საათივით არის აწყობილი. ისინი ჰარმონიაში არიან საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. შესანიშნავად იციან, როგორ იცხოვრონ და მზად არიან ნებისმიერი სიურპრიზისთვის. თუმცა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ასეთ ქალებს ცხოვრებაში რთული პერიოდებიც აქვთ, რის გამოც ისინი ხშირად დეპრესიაშიც ვარდებიან. ამ ფეხსაცმლის პრაქტიკულობა ყოველთვის არ ესადაგება მისი მფლობელის მსუბუქ ხასიათს.

7. პლატფორმა

პლატფორმის მოყვარული ქალების დამახასიათებელი თვისებაა თავისუფლების სიყვარული და სწორხაზოვნება. ამ ტიპის ქალები ჩაციკლულები არიან საკუთარ გამარჯვებებზე და მოითხოვენ, რომ ყველა მათ წესებს ემორჩილებოდეს. ბუნებით ეს ქალები ძალიან პრაქტიკულები არიან, თუმცა არც რომანტიზმს არიან მოკლებულები.

8. 7 სმ-ზე მაღალი ქუსლი

ასეთი მაღალი ქუსლის მოყვარული ქალბატონები თავისუფლებისმოყვარენი და სექსუალურები არიან, ცხოვრებაზე კი საკუთარი, ორიგინალური შეხედულება აქვთ. მაღალი ქუსლი გარშემომყოფთა ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. ხშირად გარშემომყოფების ყურადღების მიპყრობა სურთ ქალებს, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვს. მათ სურთ აღიარება და ყურადღება. კიდევ ერთი ქვეცნობიერი სურვილი, რომელსაც მაღალი ქუსლის მოყვარულები ატარებენ, არის ის, რომ ამაღლდნენ სხვებთან შედარებით. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ გამორჩეულობის სურვილით გამოწვეული, არამედ იმითაც, რომ დაცულები იყვნენ გარშემომყოფებისგან, ხან კი მათი ბოროტი ზრახვებისგან.