სასიყვარულო მკითხაობა ყავაზე - Marao

სასიყვარულო მკითხაობა ყავაზე

2014-04-29 15:03:30+04:00

საოცარია, მაგრამ ყავის ნალექზე მართლაც მკვეთრად გამოისახება ხოლმე სხვადასხვა ფიგურა. მოდი, ვნახოთ, რა მნიშვნელობა აქვს ზოგიერთ მათგანს:

ფარშავანგი – მიანიშნებს მოსალოდნელ ქორწილზე;

პეპელა – სასიყვარულო წერილი გელით;

წრეში გამოსახული სახე – ვიღაცას უყვარხართ;

ორი ერთმანეთისკენ მიმართული სახე – ღალატზე ან განქორწინებაზე მიანიშნებს;

გული – ძლიერ ლტოლვას ნიშნავს;

ხელთათმანი – ძველ სიყვარულთან დაბრუნებას მოასწავებს;

კატა – ჭორებს ნიშნავს;

ჯვარი – სასიყვარულო განცდებია;

ცხენი – სიყვარულია;

თევზი – ყველაფერში წარმატება გელით;

ჩიტი – სასიხარულო ამბავს გაიგებთ;

ბეჭედი – სერიოზულ ურთიერთობებს ელოდეთ;

ახალგაზრდა მამაკაცის სილუეტი – განშორებას ნიშნავს;

ტუჩები – სიყვარულს;

ყვავილი – სურვილები აგისრულდებათ;