ნებისმიერი მამაკაცი ინდივიდუალურ სახასიათო შტრიხებს ფლობს და ინტერესების სფეროც, შესაბამისად, სხვადასხვაგვარი გააჩნია.
ზოგს თუ მიზნად კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა აქვს დასახული, სხვები ტკბილ ოჯახურ კერასა და ბავშვების მთელ ბატალიონზე ოცნებობენ. მოდით, ერთად გავარკვიოთ, როგორია მამობისადმი მიდრეკილება და სურვილი მამაკაცებში, იყოლიონ შვილი, მათი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:
ვერძი - მეგობრული მამაა. პატარა ასაკშიც მზადაა მამობისთვის და არასოდეს იხევს უკან ამ ტვირთის წინაშე. იგი შვილებისთვის საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრეა, ყოველთვის აზროვნებს თანამედროვედ და ე.წ. მამების და შვილების პრობლემა მისთვის არასოდეს არსებობს.
კურო - მზრუნველი მამაა, თუმცა შვილის ყოლის საკითხს ძალზე სერიოზულად ეკიდება და არ ჩქარობს ადრეულ ასაკში გახდეს მამა. მშობლის ტვირთს მატერიალურად მყარი ბაზით უნდა შეხვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს პატარას სწავლა-განათლება-აღზრდის ყველა საკითხი.
ტყუპი - კომუნიკაბელური და მხიარული მამაა. ბავშვებთან თავს მშვენივრად ირთობს და ხშირად ავიწყდება საკუთარი ასაკი. თუმცა ხანგრძლივი დროით პატარების მასთან დატოვება არ ღირს. ჭამა, გამოცვლა, დაძინება და სხვა მომაბეზრებელი პროცედურები ტყუპ მამას შოკში აგდებს და როგორც წესი, ხშირად ავიწყდება, რომ ბავშვებს ამ მხრივ მაქსიმალური ყურადღება ესაჭიროებათ. შვილები უყვარს, ოღონდ არათანმიმდევრულად.
კირჩხიბი - საშუალოსტატისტიკურ დედაზე უკეთესი მამაა, ფაქტობრივად - მამა "დედის ფუნქციებით". კირჩხიბი კაცისთვის შვილი მთელი ცხოვრების აზრი და მიზანია ხშირად. იგი პატარას მონდომებით უვლის, არასოდეს ავიწყდება მისი კვება, გმირულად შეუძლია, ღამეები უთიოს ჩვილს. ერთადერთი პრობლემა, რაც შვილებთან კირჩხიბს ექმნება, არის ის, რომ იგი ზედმეტად ცდილობს მათ კონტროლზე აყვანას და ძალიან უზღუდავს პირად თავისუფლებას.
ლომი - ავტორიტეტის მქონე მამაა. მამა ლომი საკუთარ ნაშიერებს, როგორც წესი, ყოველთვის ძალიან უყვართ, მიუხედავად იმისა, რომ იგი შესაძლოა მოუცლელობის გამო ხშირად ვერ ატარებდეს დიდ დროს მათთან. სამაგიეროდ, მაქსიმალურად ანებივრებს პატარებს საჩუქრებითა და სიურპრიზებით. ლომი ამაყი და დიდსულოვანი მშობელია. იგი შვილებს, პირველ რიგში, ღირსეულად მოქცევას და სიმამაცეს ასწავლის. ლომი მამები ყოველთვის ავტორიტეტები არიან საკუთარი შვილებისთვის.
ქალწული - მზრუნველი მამაა. ასეთი მამაკაცი ძალზე დიდი სიფრთხილით ეკიდება პოტენციური მშობლის სტატუსს. თუმცა, თუკი მაინც ხდება მამა, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა გააჩნია შვილის მიმართ. იგი მონდომებით ზრუნავს ბავშვის აღზრდა-განათლების საკითხზე, აკონტროლებს მის კვებას და ჰიგიენის ნორმებს. თუმცა, ემოციების გამოხატვის კუთხით, ცოტა ცივი და დისტანციური მშობელია.
იხილეთ სრულად: astrologi.ge