როგორ გავწმინდოთ გაზის გამწოვის ფილტრი მარტივად - Marao

როგორ გავწმინდოთ გაზის გამწოვის ფილტრი მარტივად

2020-05-11 11:00:38+04:00

სამზარეულოს გამწოვის ფილტრში ჩამჯდარი ცხიმის მოშორება ყველაზე რთული ამოცანაა, თუმცა არსებობს ხერხი, რომლის მეშვეობითაც ქიმიური საშუალებების გარეშე, მარტივად მოაშორებთ თქვენს გამწოვს ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყს.

  1. აიღეთ დიდი ქვაბი, იმხელა, რომ ფილტრი ჩაეტიოს, გაავსეთ წყლით და გააცხელეთ.
  2. ახლა ნელ-ნელა, თითო-თითო კოვზით დაუმატეთ 1/2 ჩაის ჭიქა სოდა და ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი ჟელე.
  3. ჩადეთ გამწოვის ფილტრი მდუღარე წყალში და ცხიმი მას უცებ მოშორდება. თუ დიდი ხნის გაუწმენდავ და ძალიან ჭუჭყიან ფილტრს პირველ პროცედურაზე არ მოშორდა ცხიმი, გაიმეორეთ პროცედურა და გამოიყენეთ ჩოთქი.

სარეცხის საპნით

  1. სარეცხის საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ჩაყარეთ დიდ წყლით სავსე ქვაბში.
  2. გააცხელეთ წყალი.ჩადეთ გამწოვის ფილტრი და გააჩერეთ 30 წთ.