ქალს ცელულიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება აწუხებდეს და რაოდენ გასაკვირიც უნდა მოგეჩვენოთ, იგი გამხდარ გოგონასაც შეიძლება ჰქონდეს. იმისათვის, რომ "ფორთოხლის კანი" მოიშოროთ, ძვირფასი კრემები და სალონური პროცედურები შეგიძლიათ ეთერზეთებით ჩაანაცვლოთ.
ზოგიერთს ეთერზეთების ეფექტიანობა შეიძლება საეჭვოდ მოეჩვენოს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მათ სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ნეფერტიტი იყენებდა. ეს უკანასკნელი კი განთქმული ლამაზმანი გახლდათ. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რაც ცელულიტის დამარცხებაში დაგეხმარებათ.
ეთერზეთები აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, გამოაქვს ორგანიზმიდან წიდები, რაც "ფორთოხლის კანის" წარმოქმნას უწყობს ხელს. შეგიძლიათ გაიკეთოთ მასაჟი, არომატული აბაზანა, შეზელვა და პოლიეთილენის შეხვევა.
განსაკუთრებული ეფექტიანობით გამოირჩევა ლიმონის, გრეიპფრუტის, ანისის, ფორთოხლის, ჟასმინის, ილანგ-ილანგისა და ფაჩულის ეთერზეთები. ამ არომატული ზეთებით "მკურნალობა" ეფექტიანიცაა და სასიამოვნოც. გახსოვდეთ ეთერზეთის დოზაც. მთავარია, არ გადააჭარბოთ. ერთი პროცედურისთვის საჭიროა 10-15 მლ ეთერზეთი და 30 მლ ბაზური ზეთი. ბაზურ ზეთად გამოიყენეთ ჟოჟობას, ზეითუნის ან ნუშის ზეთები.
მასაჟის მსგავსად, კარგი ეფექტი აქვს შეზელვას. ამისათვის ზემოჩამოთვლილი ზეთი წაისვით პრობლემურ ადგილას და მასაჟორით ან უხეში სააბაზანოს ღრუბლით (ხელთათმანით) შეიზილეთ. ეს პროცედურა დღეში ორჯერ - დილა-საღამოს შხაპის მიღებისას უნდა გაიკეთოთ.
არანაკლებ ეფექტიანია პოლიეთილენით შეხვევა. ამისათვის, აიღეთ 20 მლ ბაზური ზეთი, დაუმატეთ ეთერზეთის 3 წვეთი (შეგიძლიათ კოსმეტიკური თიხაც შეურიოთ) და კარგად წაისვით პრობლემურ ადგილზე. შემდეგ კი ჯერ პოლიეთილენი შემოიხვიეთ, შემდეგ თბილი პლედი. ეს პროცედურა ერთსაათიანია და მისი დასრულების შემდეგ ზეთი უნდა ჩამოიბანოთ.
არომატული აბაზანა - ერთ-ერთი სასიამოვნო პროცედურაა ცელულიტთან საბრძოლველად. სანამ თბილი წყლის, არომატულ აბაზანაში წევხართ, ზეთების აქტიური კომპონენტები თქვენი სხეულის სრულყოფისთვის იბრძვიან. ამ პროცედურისთვის საჭიროა, აბაზანის თბილ წყალში გახსნათ ბაზურ ზეთში არეული ეთერზეთები. ამჯერად ზეთები თანაბარი რაოდენობით უნდა გადაურიოთ ერთმანეთში. 20-წუთიანი აბაზანის შემდეგ უნდა წამოწვეთ და თბილი პლედი შემოიხვიოთ.
გახსოვდეთ, რომ მარტო ეთერზეთების იმედად არ უნდა იყოთ. პროცედურების პარალელურად, უნდა იაქტიუროთ, ივარჯიშოთ, სწორად იკვებოთ. ეთერზეთები დამატებითი და არა ძირითადი ეფექტია "ფორთოხლის კანთან" საბრძოლველად.