დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ კრემს კანი რთულად იწოვს. ამიტომაც მისი წასმა რეკომენდებულია დაძინებამდე 2 საათით ადრე.
პირველ შედეგს ნახავთ 3 დღეში, ხოლო ერთ კვირაში საბოლოო შედეგით დატკბებით.
რეცეპტი მარტივია, ხელმისაწვდომი და მართლაც ჯადოსნური.
დაგჭირდებათ:
კვერცხის გულის ნახევარი
2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ შეცვალოთ ზეითუნით)
1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
2 ჩაის კოვზი გვირილის ნაყენი (1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 200 მლ წყალი და ადუღეთ 15-20 წუთი)
0,5 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი
2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქებში).
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ მაცივარში.
მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით წაისვით სახეზე და 30 წუთში მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიცილეთ კრემის ნარჩენი.