ალბათ, ხშირად გაგიგონიათ, რომ სახელს თქვენს მომავალზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
სახელი წარმატებული კარიერის, პირადი ცხოვრებისა და ზოგადად, საზოგადოებაში თქვენი აქტიურობის დონეს განსაზღვრავს. Quirkology-მ საზოგადოებას ექსპერიმენტი შესთავაზა, სადაც მსოფლიოში და განსაკუთრებით კი, ბრიტანეთში ქალების ყველაზე პოპულარული სახელების რეიტინგი იყო წარმოდგენილი. ექსპერიმენტში მონაწილეებს სახელებისთვის ხმა უნდა მიეცათ, რომელიც 3 კატეგორიად დაიყო: ყველაზე წარმატებული, იღბლიანი და მიმზიდველი.
მკითხველს სიიდან მხოლოდ იმ სახელების პროცენტულ შეჯამებას ვთავაზობთ, რომელსაც ქართველ გოგონებს არქმევენ.
ყველაზე წარმატებული:
ელიზაბეტი - 11.6%
ელენე - 7.6%
ანა - 5%
სოფიო - 4.1%
ეკატერინე - 2.5%
ყველაზე იღბლიანი:
ეკატერინე - 11.8%
ლიზა - 6.4%
სოფიო - 6.1%
ანა - 2.39%
ყველაზე მიმზიდველი:
სოფიო - 15.5%
ეკატერინე - 7.7%
ლიზა - 3.5%
ელენე - 2%
ანა - 1.6%