ახალგაზრდობა მარადიული არ არის და ამას ვერაფერს უშველი. თუმცა ბევრი ცდილობს, მოატყუოს დროს და ყველანაირ ხერხს მიმართავს ამისათვის.
ბევრი ცნობილი სახე შეიძლება რამდენიმე ათასი დოლარით შეფასდეს, ვარსკვლავები ხომ პლასტიკასა და კოსმეტოლოგიაზე ფულს არ ზოგავენ? მაგალითად, Versace-ს სახლის ხელმძღვანელმა დონატელა ვერსაჩემ რამდენჯერმე გაიდიდა ტუჩები, შეიცვალა ცხვირის ფორმა და გადაიჭიმა სახის კანი.
დონატელა 2 მაისს 58 წლის გახდა, თუმცა ის წლებს არ ნებდება. თუ ნაოჭები მკვეთრად დაეტყო ან ტუჩები "ჩაეჩუტა", ის მაშინვე სპეციალისტებთან გარბის, რომ შეისწოროს ნაკლი.
თუმცა მხოლოდ დონატელა არ ცდილობს, ყველა გზით შეაჩეროს სიბერე. 59 წლის ჯენის დიკენსონი, 68 წლის პრისცილა პრესლი, 52 წლის მეგ რაიანი და სხვანი სახსრებს არ იშურებენ სხვადასხვა პლასტიკური ოპერაციისა და სილამაზის ინექციებისთვის.
თუმცა, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათი სახეები მეტს გეტყვიან მათ უთვალავ პროცედურაზე, ვიდრე ჩვენ.
იხილეთ ფოტოგალერეა