მადონა შიშველი მკერდით მოდურ მეჯლისზე არ დაუშვეს - Marao

მადონა შიშველი მკერდით მოდურ მეჯლისზე არ დაუშვეს

2014-05-07 13:29:37+04:00

პოპის დედოფალმა მადონამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ვარსკვლავი იმ "სამოსშია გამოწყობილი", რომლითაც თითქოს ნიუ-იორკის მნიშვნელოვან მოდურ ღონისძიებაზე - კოსტიუმის ინსტიტუტის მეჯლის Metropolitan Met Ball-ზე უნდა გამოცხადებულიყო.

ფოტოხუმრობა, რომელზეც 55 წლის პოპ-დივას სხეულზე მხოლოდ თეთრი ლენტი აქვს შემოხვეული, რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა.

მადონას შიშველ მკერდს ფოტოზე ფარავს წარწერა "ცენზურით აკრძალულია"! "აი, რის ჩაცმას ვაპირებდი Met Ball-ზე, მაგრამ ანამ (ვინტური) განაცხადა: "არა, წელს არა!" ამიტომაც ამის მაგივრად მუსიკაზე ვიმუშავებ", - წერს "ისტაგრამზე" მომღერალი.

ის ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავის თამამ გამოსვლებს აკრიტიკებენ და ცდილობენ, მომღერალზე გაავრცელონ საკუთარი ცრურწმენები, მადონას სასაცილოდ არ ყოფნის.

მასალის წყარო: Contact Music