როგორ გავაახლოთ და მივანიჭოთ ბზინვარება ძველ აბაზანას? - Marao

როგორ გავაახლოთ და მივანიჭოთ ბზინვარება ძველ აბაზანას?

2014-05-08 13:28:22+04:00

აბაზანის გახეხვა დიასახლისებისთვის ნამდვილი რუტინაა, განსაკუთრებით, ძველი და უკვე ფერშეცვლილისთვის. ხსნარი, რომლის დამზადებასაც სულ მარტივად შეძლებთ, პირვანდელ სახეს დაუბრუნებს და ბზვინვარებას მიანიჭებს თქვენს აბაზანას.

ხსნარის მომზადების წესი

1. 2 ს. კოვზი სოდა გახსენით 2 ლ წყალში. შემდეგ კი ამ ხსნარით გაწმინდეთ სველი აბაზანა. არ ჩამორეცხოთ.

2. 5-10 წუთის შემდეგ აიღეთ 50 გრ ძმარი და 50 გრ მათეთრებელი სითხე, აურიეთ ერთმანეთში და ახლა ამით გაწმინდეთ აბაზანა. კვლავ გააჩერეთ.

3. ნახევარ საათში სუფთა წყლით მორეცხეთ აბაზანა.

ის ძველებურ ბზვინვარებას დაიბრუნებს.