როგორ გავარკვიოთ, გვაქვს თუ არა მომავალი ახალ თაყვანისმცემელთან? მარტივად – საკმარისია, დაუსვათ მას მხოლოდ და მხოლოდ 3 შეკითხვა, - ამტკიცებს ამერიკული გაცნობის საიტის დამფუძნებელი კრისტიან რადერი.
რადერმა ამ მხრივ საკუთარი საიტის მომხმარებლებში კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ მათ, ვინც ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხები გასცეს, შესანიშნავი პარტნიორები აღმოჩნდნენ.
აი, ეს 3 შეკითხვა:
1. გიყვარს თუ არა საშინელებათა ფილმები?
2. ოდესმე გიმოგზაურია უცხოეთში მარტოს?
3. როგორ უყურებ იდეას, იცხოვრო გემზე?
ასევე, რადერმა აღნიშნა, რომ ბევრი საქორწინო სააგენტო და გაცნობის საიტი სთხოვს საკუთარ კლიენტებს, უპასუხოს უამრავ შეკითხვას (ხანდახან კითხვების რაოდენობა 400-საც აღწევს), რაც სულაც არ ამარტივებს სასურველი წყვილის პოვნის პროცესს. საქმე ისაა, რომ ადამიანები ხშირად გულწრფელად არ პასუხობენ შეკითხვებს და ალამაზებენ საკუთარ თავზე ინფორმაციას. არასწორი მონაცემები კი მეორე ნახევარსაც არასწორად შეგარჩევინებთ.
თუმცა ზოგიერთმა სააგენტომ და საიტმა მონახეს ამ სიტუაციიდან გამოსავალი, მაგალითად, კომპანია Hinge-ი საკუთარ კლიენტებზე ინფორმაციას Facebook-დან კრებს. "შენ ვერასოდეს მოიტყუები საკუთარი განათლების შესახებ, რადგან უამრავი მეგობრიდან სოციალურ ქსელში, რომელიმე მაინც შეამჩნევს ამას" – ასე ახსნა Facebook-იდან ინფორმაციის მოპოვების ხერხი საიტის დამფუძნებელმა ჯასტინ მაკლეოდიმ.
ასეა თუ ისე, კრისტიან რადერის მეთოდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 3 შეკითხვას მოიცავს, ბევრად მარტივია და სწრაფი. მისი სიზუსტე და ეფექტურობა კი მარტივად შეგიძლიათ გამოსცადოთ საკუთარ თავსა და თქვენს პარტნიორზე. პირდაპირ დღესვე! 