საპნის ბუშტების გაბერვა არა მარტო ბავშვების საყვარელი გასართობია, არამედ უფროსებისაც.
მაგრამ გიგანტური საპნის ბუშტებით ყველაზე მეტად პატარებს გაახარებთ და გააოცებთ.
დაგჭირდებათ:
1/2 ლ წყალი;
1/2 ლ ჭურჭლის სარეცხი სითხე;
1/2 ლ გლიცერინი;
მსხვილი მავთული;
ჯოხი;
საიზოლაციო ლენტი.
შევუდექით საქმეს! ვედროში აურიეთ პირველი სამი კომპონენტი. მავთულისგან გააკეთეთ მარყუჟი და საიზოლაციო ლენტით მიამაგრეთ ჯოხზე (მოგაგონებთ პეპლის საჭერს, ოღონდ ბადის გარეშე). ახლა ჩაყავით ჯოხი ვედროში და ჰაეროვნად ჩაბერეთ მარყუჟში.